რომელ ქვეყნებში სვამენ ყველაზე მეტ ღვინოს?

რომელ ქვეყნებში სვამენ ყველაზე მეტ ღვინოს?

ღვინო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ალკოჰოლურ სასმელად მიიჩნევა. ყოველწლიურად გლობალურად მილიარდობით ლიტრი ღვინო ისმევა, მოხმარების განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი კი ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაშია, სადაც ღვინის კულტურა საუკუნეებს ითვლის.

მიუხედავად იმისა, რომ სასმლის მოხმარების ჩვევები იცვლება და სხვა სასმელებისგან კონკურენცია იზრდება, ღვინის მოხმარების მაჩვენებელი მაინც იმატებს. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემების საფუძველზე გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც ყოველწლიურად ყველაზე მეტ ღვინოს მოიხმარენ.

OIV-ის მონაცემებით, 2024 წელს მსოფლიოში მოხმარებული ღვინის მოცულობამ დაახლოებით 21.5 მილიარდი ლიტრი შეადგინა, საიდანაც 70%-ზე მეტი მხოლოდ 10 ქვეყანაზე მოდის.

სიაში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც 2024 წელს 3.33 მილიარდი ლიტრი ღვინო დაილია. ეს ამავე წელს მსოფლიოში მოხმარებული ღვინის 15.6%-ს წარმოადგენს. აშშ-ს ღვინის მოხმარებით სიაში საფრანგეთი და იტალია მოჰყვებიან, შესაბამისად, 2.30 მილიარდი ლიტრითა და 2.23 მილიარდი ლიტრით.

ტოპ-ხუთეულს კი გერმანია (1.78 მილიარდი ლიტრი) და გაერთიანებული სამეფო (1.26 მილიარდი ლიტრი) ასრულებენ. აქვე აღსანიშნავია, რომ სიის პირველ ათეულში ევროპაში მდებარე შვიდი ქვეყანა შედის.

20 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტ ღვინოს მოიხმარენ (2024 წელი):

ადგილიქვეყანამოხმარება (მილიარდ ლიტრში)გლობალური წილი
1აშშ3.3315.6%
2საფრანგეთი2.3010.7%
3იტალია2.2310.4%
4გერმანია1.788.3%
5გაერთიანებული სამეფო1.265.9%
6ესპანეთი0.994.6%
7რუსეთი0.813.8%
8არგენტინა0.773.6%
9პორტუგალია0.562.6%
10ჩინეთი0.552.6%
11ავსტრალია0.532.5%
12კანადა0.462.1%
13სამხრეთი აფრიკა0.432.0%
14ნიდერლანდები0.321.5%
15ბრაზილია0.311.5%
16იაპონია0.311.4%
17რუმინეთი0.301.4%
18შვეიცარია0.221.0%
19ავსტრია0.221.0%
20უნგრეთი0.200.9%
სხვა ქვეყნები3.5316.5%
მსოფლიო ჯამში21.4100%