სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 533.2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის ორჯერ მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მონაცემთან შედარებით. საქსტატის ცნობით, ზრდის განმაპირობებლი ძირითადი ფაქტორი სავალო ვალდებულებების მატებაა.
მესამე კვარტალის მონაცემებით, სააქციო კაპიტალმა 101.9 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ჯამური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19.1%-ს უტოლდება. ამავე პერიოდში, რეინვესტიციების მოცულობა 340.7 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც მთლიანი FDI-ის 63.9%-ია, სავალო ვალდებულებებმა კი 90.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ინვესტიციების საერთო მოცულობის 17%-ს უტოლდება.
საანგარიშო პერიოდში, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების სექტორში განხორციელდა და 91.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს მთლიანი FDI-ის 17.2%-ია. მეორე ადგილს ტრანსპორტის სექტორი იკავებს, რომელშიც 79.8 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციები განხოციელდა (15.0%), ხოლო მესამე ადგილზე წყალმომარაგება; ნარჩენების
მართვაა – 71.5 მილიონი აშშ დოლარით (13.4%).
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2023-2025 წლებში
(მლნ. აშშ დოლარი)















