რომელ სექტორებში ჩაიდო ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია I კვარტალში?

რომელ სექტორებში ჩაიდო ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია I კვარტალში?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 179.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 7.7%-ით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით პირველ პოზიციაზე ჩეხეთია 43.0 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23.9%-ს წარმოადგენს. მას მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატები 39.6 მლნ აშშ დოლარით (22.1%), ხოლო მესამე ადგილს თურქეთი იკავებს 28.1 მლნ აშშ დოლარით (15.7%). აღნიშნული სამი ქვეყნის წილი ჯამში ინვესტიციების საერთო მოცულობის 61.7%-ს შეადგენს.

რაც შეეხება სექტორებს, 2025 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმეტესი ნაწილი ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა — ინვესტიციების მოცულობამ 70.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანის 39.1%-ს შეესაბამება. მეორე ადგილზეა ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორი 52.3 მლნ აშშ დოლარით (29.2%), ხოლო მესამეზე დამამუშავებელი მრეწველობა, სად განხორციელებულმა ინვესტიციებმაც 27.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (15.3%).

აღსანიშნავია, რომ ამ სამი უმსხვილესი სექტორის წილმა, განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, 83.6% შეადგინა.

*წინასწარი მონაცემები. წყარო: საქსტატი