ბიტკოინის ათვისება თანდათანობით ინდივიდუალური ინვესტორებიდან დიდი კორპორაციებისკენ ინაცვლებს. დღეს სულ უფრო მეტი კომპანია ფლობს მილიარდობით დოლარის ღირებულების ბიტკოინს საკუთარ ბალანსზე, რასაც კორპორაციები ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის დასაბალანსებლად იყენებენ.
წარმოგიდგენთ სტატიას იმის შესახებ, თუ რომელი კომპანიები ფლობენ ბიტკოინს ყველაზე დიდი რაოდენობით. რეიტინგი დაფუძნებულია BitcoinTreasuries.net-ის მონაცემებზე და მსოფლიო მასშტაბით კორპორაციების მიერ საჯაროდ გაცხადებულ ბიტკოინის შესყიდვებს ითვალისწინებს. რეიტინგი შედგენილია 2025 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, როდესაც ერთი ბიტკოინის ღირებულება $118,454-ს შეადგენდა. ამჟამად მისი ფასი $110,000-ია.
რეიტინგის ერთპიროვნული ლიდერი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Strategy (წარსულში MicroStrategy) გახლავთ. კომპანია 628,791 ბიტკოინს ფლობს, რომელთა ჯამური ღირებულება 2025 წლის 31 ივლისის მდგომარეობით $74,48 მილიარდს შეადგენდა. კომპანია იმაზე მეტ ბიტკოინს ფლობს, ვიდრე სხვა ყველა კორპორაცია ერთად. Strategy-მ ბიტკოინის შესყიდვა პირველად 2020 წელს დაიწყო და მას შემდეგ ტრანზაქციებს თითქმის ყოველ ჯერზე აორმაგებდა. 2025 წლის დასაწყისში კომპანია პროგრამული უზრუნველყოფის ფირმიდან ბიტკოინის ყველაზე მსხვილ სახაზინო კომპანიად რებრენდირდა. მხოლოდ 2024 წლის შემდეგ კომპანიამ 454,261 ბიტკოინი შეიძინა.
Strategy-ს შემდეგ ბიტკოინის ყველაზე დიდ რეზერვს Mara Holdings-ი და XXI ფლობენ. ორივე მათგანი ბიტკოინის გამომმუშავებელი კომპანიაა, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ბიტკოინის მოპოვების, ანუ ე.წ. მაინინგის ინდუსტრია მის დაგროვებასთან. Mara Holdings-ი $5.9 მილიარდის 50,000 ბიტკოინს ფლობს, XXI კი – $5.2 მილიარდის ღირებულების 43,514 ბიტკოინს.
კომპანია | ბიტკოინის რეზერვი | ღირებულება (აშშ დოლარი) |
Strategy (წარსულში MicroStrategy) | 628,791 | $74,482,809,114 |
MARA Holdings | 50,000 | $5,922,700,000 |
XXI | 43,514 | $5,154,407,356 |
Bitcoin Standard Treasury Company | 30,021 | $3,556,107,534 |
Trump Media & Technology Group | 19,225 | $2,277,278,150 |
Riot Platforms | 18,430 | $2,183,107,220 |
Metaplanet | 17,132 | $2,029,353,928 |
Galaxy Digital Holdings | 12,830 | $1,519,764,820 |
სხვა კორპორაციები | 134,870 | $15,975,890,980 |