კრიპტოვალუტებით კორპორაციების დაინტერესება უფრო და უფრო იზრდება. მსხვილი კომპანიების დიდ ნაწილს ბალანსზე მილიარდობით დოლარის ღირებულების ბიტკოინი აქვს, რომლებიც ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციისგან თავის დაცვის საშუალებად მოიაზრება.
BitcoinTreasuries.net-მა იმ კომპანიების ჩამონათვალი შემოგვთავაზა, რომელთაც ბალანსზე ყველაზე მეტი ბიტკოინი აქვს. სია კორპორაციების მიერ საჯაროდ გაცხადებული ბიტკოინის აქტივების ღირებულების მიხედვით არის შედგენილი. მონაცემები 2025 წლის 31 ივლისის მდგომარეობას ასახავს, ღირებულება კი დაფუძნებულია BTC-ის ფასზე, რომელიც იმ პერიოდში 118,454 აშშ დოლარს უტოლდებოდა.
კომპანია | ბიტკოინის რაოდენობა | ღირებულება (USD) |
---|---|---|
Strategy (ყოფილი MicroStrategy) | 628,791 | $74,482,809,114 |
MARA Holdings | 50,000 | $5,922,700,000 |
XXI | 43,514 | $5,154,407,356 |
Bitcoin Standard Treasury Company | 30,021 | $3,556,107,534 |
Trump Media & Technology Group | 19,225 | $2,277,278,150 |
Riot Platforms | 18,430 | $2,183,107,220 |
Metaplanet | 17,132 | $2,029,353,928 |
Galaxy Digital Holdings | 12,830 | $1,519,764,820 |
სხვა საჯარო კომპანიები | 134,870 | $15,975,890,980 |
როგორც ხედავთ, ყველაზე მეტ ბიტკოინს კომპანია Strategy (ყოფილი MicroStrategy) ფლობს, რომელიც თითქმის 629,000 ბიტკოინით ($74 მლრდ-ზე მეტი) ლიდერობს. მის საკუთრებაში არსებული ბიტკოინების რაოდენობა ყველა დანარჩენი საჯარო კომპანიის ბიტკოინების ერთიან რაოდენობას აჭარბებს.
კომპანია ბიტკოინის დაგროვებას 2020 წლიდან აგრძელებს და ეტაპობრივად ის ერთგვარ „ბირჟაზე სავაჭრო ბიტკოინის ფონდის“ ანალოგად გადაიქცა.
2025 წლის დასაწყისში Strategy-მ რებრენდინგი განახორციელა — მიიღო ახალი, სტილიზებული “B” ლოგო და ნარინჯისფერი ფერის იდენტობა. ეს სიმბოლურად მის პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებლიდან მსოფლიოში ბიტკოინის უმსხვილეს კომპანიად ტრანსფორმაციას აღნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში Strategy-მ პორტფელი 454,261 ბიტკოინით გაზარდა.
Strategy-ს შემდეგ, მეორე და მესამე ადგილებზე ვხვდებით MARA Holdings-სა (50,000 BTC; $5.9 მლრდ) და XXI-ს (43,514 BTC; $5.2 მლრდ). ორივე კომპანია ბიტკოინის მსხვილი მაინერია. ეს ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული მაინინგი ბიტკოინის დაგროვებასთან.
მეხუთე ადგილზეა Trump Media & Technology Group-ი (TMTG), რომელმაც ბიტკოინსა და მასთან დაკავშირებულ აქტივებში $2 მილიარდი ჩადო. გარდა ამისა, კომპანიამ კრიპტო ETF-ების შექმნაც დააანონსა, რომლებიც ბიტკოინსა და სხვა ციფრულ აქტივებში ინვესტიციას განახორციელებს.