რომელი მთავრობები ფლობენ ყველაზე მეტ ბიტკოინს?

რომელი მთავრობები ფლობენ ყველაზე მეტ ბიტკოინს?

ბიტკოინს არა მხოლოდ კერძო ინვესტორები და კომპანიები, არამედ მთავრობებიც ფლობენ, თუმცა მათ ხელში მილიარდობით დოლარის ღირებულების კრიტოვალუტა სხვადასხვა მიზნითა თუ მიზეზით აღმოჩნდა.

BitcoinTreasuries.net-დან მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-მა იმ მთავრობების სია შემოგვთავაზა, რომლებიც ყველაზე მეტ ბიტკოინს ფლობენ. სტატიაში მოყვანილი მონაცემები 2025 წლის 31 ივლისის მდგომარეობას ასახავს. ღირებულებები დაფუძნებულია BTC-ის ფასზე, რომელიც დაანგარიშების პერიოდში 118,454 აშშ დოლარს შეადგენდა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი ქვეყანა თავის რეზერვებზე ინფორმაციას საჯაროდ არ აქვეყნებს.

ყველაზე მეტ ბიტკოინს ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი ფლობს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის შემთხვევაში ამ მარაგის დიდი ნაწილი სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩამორთმეულ თანხებზე მოდის, მათ შორის Silk Road-დან და სხვა ე.წ. ბნელი საბაზრო ქსელებიდან. მთლიანობაში, 31 ივლისის მდგომარეობით, შეერთებული შტატები 198,022 ბიტკოინს ფლობს, რომელთა ღირებულება იმ პერიოდისთვის $23 მილიარდს აჭარბებდა.

Investopedia-ს თანახმად, FBI-მ 2013 წელს Silk Road-დან 144,000-ზე მეტი BTC ამიღო. მის დამფუძნებელს, როს ულბრიხტს, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ ის პრეზიდენტმა ტრამპმა 2025 წლის იანვარში შეიწყალა.

ჩინეთი აშშ-ს ჩამორჩება და 190,000 ბიტკოინს ფლობს, რომელთა ღირებულება დაახლოებით 22.5 მილიარდი დოლარია. საცალო კრიპტოვალუტით ვაჭრობის აკრძალვის მიუხედავად, ჩინეთმა, მაინინგისა და თაღლითობის შემთხვევებისას ჩამორთმეული ბიტკოინების წყალობით, საკმაოდ დიდი რეზერვები შეინარჩუნა.

ქვეყანაბიტკოინების რაოდენობაღირებულება (აშშ დოლარი)წილი საერთო მარაგში
აშშ198,022$23,456,497,9880.943%
ჩინეთი190,000$22,506,260,0000.905%
გაერთიანებული სამეფო61,245$7,254,715,2300.292%
უკრაინა46,351$5,490,461,3540.221%
ჩრდილოეთი კორეა13,562$1,606,473,1480.065%
ბუტანი11,286$1,336,871,8440.050%
ელ-სალვადორი6,257$741,166,6780.030%
ვენესუელა240$28,428,9600.001%
ფინეთი90$10,660,8600.000%