რომელი ქვეყნები აწარმოებენ ყველაზე მეტ ქარის ენერგიას?

რომელი ქვეყნები აწარმოებენ ყველაზე მეტ ქარის ენერგიას?

2023 წელს ქარისგან ენერგიის გამომუშავებამ ახალ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ამან გასულ წელს მსოფლიოში მთლიანად წარმოებულ ენერგიაში განახლებადი ენერგიის წილის 30%-მდე გაზრდას შეუწყო ხელი.

ქარის ენერგიის წარმოების კუთხით კვლავ ჩინეთი ლიდერობს. აზიურ სახელმწიფოზე გასულ წელს ქარისგან წარმოებული მთლიანი ენერგიის 66% მოდის. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სადგურები, რომლებიც შიდა მონღოლეთსა და სინძიანშია განლაგებული.

2030 წლისთვის ჩინეთი ქარისა და მზის ელექტროსადგურების გამომუშავების სამჯერ გაზრდას გეგმავს. ამ გეგმების განხორციელებაში კი მთავარი როლი მთავრობის ინვესტიციებსა და ინიციატივებს ენიჭება.

Energy Institute-მა 2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით მსოფლიო ენერგიის სტატისტიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს გამომუშავებული ქარის ენერგიის სიმძლავრით ჩინეთთან ერთად აშშ და გერმანია გამოირჩევა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი უახლოეს მდევარს, აშშ-ს თითქმის 300,000 მეგავატით უსწრებს.

ტოპ-15 ქვეყანა, 2023 წელს გამომუშავებული ქარის ენერგიის სიმძლავრის მიხედვით: 

პოზიციაქვეყანაგამომუშავებული ენერგიის სიმძლავრე

(მეგავატი)

წლიური ზრდის  დონე
(2013-2023)
1🇨🇳 ჩინეთი441,895+19.1%
2🇺🇸 აშშ148,020+9.4%
3🇩🇪 გერმანია69,459+7.6%
4🇮🇳 ინდოეთი44,736+9.3%
5🇪🇸 ესპანეთი31,028+3.1%
6🇬🇧 გაერთიანებული სამეფო30,215+10.4%
7🇧🇷 ბრაზილია29,135+29.5%
8🇫🇷 საფრანგეთი22,196+10.5%
9🇨🇦 კანადა16,989+8.1%
10🇸🇪 შვედეთი16,252+14.5%
11🇮🇹 იტალია12,308+3.7%
12🇹🇷 თურქეთი11,697+15.5%
13🇦🇺 ავსტრალია11,327+13.4%
14🇳🇱 ნიდერლანდები10,749+14.8%
15🇵🇱 პოლონეთი9,307+10.5%

წყარო: Energy Institute