2023 წელს მსოფლიოში ელექტროენერგიის გამომუშავება 2.5%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს, 29,925 ტერავატ/საათს მიაღწია.
Energy Institute-ის თანახმად, ენერგეტიკული ტრანზიციის პარალელურად, ერთ წელიწადში ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიის წილიც 29%-დან 30%-მდე გაიზარდა.
ქარისა და მზის სადგურების დადგმული სიმძლავრე 2023 წელს 67%-ით გაიზარდა, წინა წლის რეკორდს 186 გიგავატით გადააჭარბა და 462 გიგავატს მიაღწია. უშუალოდ მზის ენერგიის გამომუშავების ზრდამ 2023-ში 24.2% შეადგინა და 1,641 ტერავატ/საათს მიაღწია.
მზის ენერგიის გენერაციით პირველ ადგილზე ჩინეთია და მასზე მთლიანი მოცულობის 36% მოდის, მეორე ადგილს აშშ იკავებს 14.6%-ით, მესამეს კი ინდოეთი 7%-იანი მაჩვენებლით.
აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის გამომუშავებაში ყველაზე დიდი წილი, 60%, კვლავ წიაღისეულ საწვავზე მოდის, ბირთვულ ენერგიაზე კი 9.1%.
ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებმაც 2023 წელს მზის დახმარებით ყველაზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავეს:
ქვეყანა | ტერავატ/საათი | წლიური ცვლილება (%) | |
---|---|---|---|
1 | 🇨🇳 ჩინეთი | 584.2 | +37% |
2 | 🇺🇸 აშშ | 238.1 | +16% |
3 | 🇮🇳 ინდოეთი | 113.4 | +19% |
4 | 🇯🇵 იაპონია | 109.4 | +7% |
5 | 🇩🇪 გერმანია | 61.6 | +1% |
6 | 🇧🇷 ბრაზილია | 51.7 | +72% |
7 | 🇦🇺 ავსტრალია | 46.9 | +21% |
8 | 🇪🇸 ესპანეთი | 45.1 | +26% |
9 | 🇮🇹 იტალია | 31 | +10% |
10 | 🇰🇷 სამხრეთ კორეა | 29.4 | +9% |
11 | 🇻🇳 ვიეტნამი | 25.5 | -3% |
12 | 🇫🇷 საფრანგეთი | 23.3 | +18% |
13 | 🇲🇽 მექსიკა | 21.2 | +10% |
14 | 🇳🇱 ნიდერლანდები | 21.2 | +24% |
15 | 🇹🇷 თურქეთი | 18.4 | +21% |
წყარო: Energy Institute