რომელი ქვეყნები იქნებიან ლიდერები 2030 წლისთვის მშპ-ის ზრდით?

რომელი ქვეყნები იქნებიან ლიდერები 2030 წლისთვის მშპ-ის ზრდით?

ფოტო: thehawk.in

 

კონკრეტულ სახელმწიფოში ცხოვრების დონის შესაფასებლად, ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობაა. მთლიანი შიდა პროდუქტი (შემოკლებით – მშპ) ქვეყნის ეკონომიკის სიდიდის მაჩვენებელია. მშპ არის ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული ყველა საქონლისა და მომსახურების საბაზრო ღირებულება. გამოდის, რომ ქვეყნის ეკონომიკა არის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მის ტერიტორიაზე წარმოებული და საბოლოო გასაყიდ ფასში გამოსახული საქონელი და მომსახურება.

მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყნის სიმდიდრისა და ეკონომიკური სიძლიერის მაჩვენებელიცაა. როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის საშუალო შემოსავლის დადგენა უნდათ, გაანგარიშება მთლიანი შიდა პროდუქტის მოსახლეობის რიცხვთან შეფარდებით ხდება. სწორედ ეს მაჩვენებელია ერთ სულ მოსახლეზე მშპ.

სტატიაში წარმოგიდგენთ 2026-2030 წლებში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის პროგნოზირებული ზრდის მიხედვით მოწინავე ქვეყნების ჩამონათვალს. გარდა ამისა, რეიტინგში მოცემული იქნება ნომინალურად ყველაზე დიდი ზრდის პროგნოზიც. მონაცემები დაფუძნებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლეს ანგარიშზე და დათვლილია აშშ დოლარში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ყურადსაღები ზრდით ძირითადად განვითარებადი ეკონომიკები გამოირჩევიან. შესაბამისად, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ამ მაჩვენებლის ზრდის პროგნოზის რეიტინგს მოლდავეთი ლიდერობს. პროგნოზის თანახმად, მოლდავეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2030 წლისთვის 53%-ით გაიზრდება.

მოლდავეთთან ერთად ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის დიდ ზრდას პროგნოზირებენ გაიანისთვის (44.8%), თურქმენეთისთვის (38.1%), სერბეთისა (36.6%) და სომხეთისთვის (33.9%). აღნიშნული სახელმწიფოებისათვის მშპ-ის მოსალოდნელი ზრდის მიზეზი სხვადასხვაა, მათ შორის: ინსტიტუციური რეფორმები, რესურსების მოპოვების ზრდა და ინდუსტრიული განვითარება.

კონკრეტულად გაიანის შემთხვევაში ეს აიხსნება ქვეყნის სწრაფად მზარდი ნავთობსექტორით, რისი დამსახურებითაც ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, შედგენილ რეიტინგში მოწინავე პოზიციებს ბევრი ევროპული სახელმწიფო იკავებს. მათ შორისაა სერბეთი, ალბანეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, ესტონეთი და ბულგარეთი. ამის მიზეზი კი აღნიშნული სახელმწიფოების ევროკავშირში მჭიდრო ინტეგრაცია და შედეგად ინვესტიციების ზრდაა.

საინტერესოა, რომ ამ პროგნოზის თანახმად, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 2030 წლისთვის 24.4%-ით გაიზრდება, რაც ჩვენს ქვეყანას რეიტინგში მე-14 ადგილზე ათავსებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 9,241.5 აშშ დოლარს შეადგენდა. უწყება 2025 წლის დაზუსტებულ მონაცემებს, 2026 წლის ნოემბერში გამოაქვეყნებს.

რეიტინგიქვეყანაერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდა (2026-2030), პროგნოზირებული
1მოლდავეთი53.0%
2გაიანა44.8%
3თურქმენეთი38.1%
4სერბეთი36.6%
5სომხეთი33.9%
6ალბანეთი32.1%
7მარშალის კუნძულები31.7%
8მავრიტანია29.4%
9ყაზახეთი29.0%
10ჩინეთი28.9%
11ბულგარეთი28.9%
12დომინიკელთა რესპუბლიკა28.1%
13პოლონეთი25.9%
14საქართველო24.4%
15ლიეტუვა24.2%

რაც შეეხება 2030 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის აბსოლუტური ზრდის პროგნოზს, აქ ძირითადად განვითარებული ქვეყნები ლიდერობენ.

რეიტინგიქვეყანაერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ნომინალური ზრდა (2026-2030), პროგნოზირებული
1ლიხტენშტაინი$39.4 ათასი
2ისლანდია$25.6 ათასი
3ირლანდია$18.1 ათასი
4კატარი$16.6 ათასი
5შვეიცარია$16.4 ათასი
6გაიანა$15.4 ათასი
7სინგაპური$15.2 ათასი
8მაკაუ$13.8 ათასი
9ლუქსემბურგი$13.5 ათასი
10UAE$12.8 ათასი
11აშშ$12.6 ათასი
12UK$12.3 ათასი
13დანია$11.4 ათასი
14ჰონგ-კონგი$10.3 ათასი
15კანადა$10.2 ათასი

 

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.