მსოფლიოში საერთაშორისო ტურისტების საერთო რაოდენობამ 2024 წელს დაახლოებით 1.47 მილიარდი შეადგინა. ეს თითქმის უტოლდება 2019 წლის მაჩვენებელს და 260%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით, რომელიც საერთაშორისო ტურიზმის ისტორიაში ყველაზე ცუდი წელი იყო. ეს კი მსოფლიოში კორონავირისის გავრცელებასა და მისი პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება, რომლებიც ყველაზე მეტად სწორედ მოგზაურობას შეეხო.
Statista-ს მიერ მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (UNWTO) მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად, ევროპა პლანეტის საერთაშორისო ტურისტულ ცხელ წერტილად რჩება. 2024 წელს საერთაშორისო ტურისტების 50%-ზე მეტი სწორედ ამ რეგიონზე მოდის. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს ევროპას 756 მილიონი ტურისტი ეწვია, დანარჩენ მსოფლიოს კი – 709 მილიონი.
რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობით, პირველ ადგილზე საფრანგეთია – 2024 წელს ქვეყანაში 102 მილიონი ტურისტი ჩავიდა. მეორე ადგილს ესპანეთი იკავებს, 93.8 მილიონი საერთაშორისო ტურისტით. მესამე ადგილზე კი არაევროპული სახელმწიფოა, ამრიკის შეერთებული შტატები, რომელსაც გასულ წელს 72.4 მილიონი საერთაშორისო ტურისტი ეწვია.
ადგილი | ქვეყანა | რეგიონი | ტურისტების რაოდენობა (მლნ) |
---|---|---|---|
1 | საფრანგეთი | ევროპა | 102.0 |
2 | ესპანეთი | ევროპა | 93.8 |
3 | აშშ | ჩრდილოეთი ამერიკა | 72.4 |
4 | თურქეთი | ევროპა / აზია | 60.6 |
5 | იტალია | ევროპა | 57.8 |
6 | მექსიკა | ჩრდილოეთ ამერიკა | 45.0 |
7 | გერმანია | ევროპა | 37.5 |
8 | დიდი ბრიტანეთი* | ევროპა | 37.2 |
*დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში აღებულია 2023 წლის მონაცემები