რომელი ქვეყნები მოიპოვებენ ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობს? | რეიტინგი

რომელი ქვეყნები მოიპოვებენ ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობს? | რეიტინგი

რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრის გამო, მსოფლიო მწვავე ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. მიწოდების შეზღუდვისა და რისკების ზრდის ფონზე, მიმდინარე წელს ნავთობის ფასები თითქმის 40%-ით გაიზარდა, ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე ზეწოლა კი სულ უფრო მეტად იზრდება.

ნავთობის უმსხვილეს მომპოვებლებს შორის პირველ ადგილს აშშ იკავებს, რომელიც ყოველდღიურად 16.6 მილიონ ბარელს აწარმოებს; 11 მილიონი ბარელით მეორე ადგილზე საუდის არაბეთია; ხოლო მესამე ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, მისი დღიური წარმოების მაჩვენებელი 10.9 მილიონ ბარელს შეადგენს.

საგულისხმოა, რომ მოპოვებასა და ბუნებრივ რეზერვებს შორის არსებითი განსხვავებაა – თითქმის 300-მილიარდიანი რეზერვით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვენესუელაა; 266 მილიარდი ბარელით მეორე ადგილს საუდის არაბეთი იკავებს; ხოლო მესამე ადგილზეა კანადა, მისი ბუნებრივი რეზერვის მოცულობა 170 მილიარდ ბარელს შეადგენს.

გთავაზობთ ქვეყნების რეიტინგს ნავთობის მოპოვების მიხედვით (ბარელი დღეში):

1. აშშ – 16.6 მლნ, გლობალური მოცულობის 18.5%;
2. საუდის არაბეთი – 11 მლნ, 12.2%;
3. რუსეთი – 10.9 მლნ, 12.2%;
4. კანადა – 5.4 მლნ, 6.0%;
5. ერაყი – 4.1 მლნ, 4.6%;
6. ჩინეთი – 4.0 მლნ, 4.4%;
7. არაბთა საამიროები – 3.7 მლნ, 4.1%;
8. ირანი – 3.6 მლნ, 4.0%;
9. ბრაზილია – 3.0 მლნ, 3.3%;
10. ქუვეითი – 2.7 მლნ, 3.0%.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *