რომელი ქვეყნების წარმომადგენლებს აქვთ მიღებული ყველაზე მეტი „ნობელი“?

რომელი ქვეყნების წარმომადგენლებს აქვთ მიღებული ყველაზე მეტი „ნობელი“?

ნობელის პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. ის გადაეცემა ადამიანებს, რომლებმაც კაცობრიობის ისტორიაში სხვადასხვა დარგის განვითარებასა თუ მშვიდობის მიღწევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ნობელის პრემია 1917 წლიდან რამდენიმე კატეგორიაში გაიცემა, მათ შორის მშვიდობის, ქიმიის, მედიცინისა და ეკონომიკის დარგში.

ჯილდოების რაოდენობით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. ამ ქვეყნის წარმომადგენლებს მთლიანად გაცემული პრემიების 34% აქვთ მიღებული. ისეთი ცნობილი ფიგურები, როგორებიც არიან მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი და ერნესტ ჰემინგუეი, აშშ-ს მშვიდობისა და ლიტერატურის სფეროში წარმოადგენენ. გარდა ამისა, პრემია უამრავმა ამერიკელმა მეცნიერმა დაიმსახურა. მაგალითად, ლინუს პოლინგი 1954 წელს ქიმიის დარგში ატომების ქიმიური ბმების წარმოქმნის აღმოჩენისთვის დაჯილდოვდა. მოგვიანებით, 1962 წელს, მან ნობელის მშვიდობის პრემია აქტივიზმისთვის მოიპოვა.

აშშ ნობელის პრემიების რაოდენობით მეორე ადგილზე მყოფ გაერთიანებულ სამეფოს 283 ჯილდოთი უსწრებს, შესაბამისად, ამ ქვეყნის წარმომადგენელს 145 ჯილდო აქვთ მიღებულია. 116 ნობელის პრემიით მესამე ადგილს გერმანია იკავებს. აღსანიშნავია, რომ ამ სამი ქვეყნის გარდა ყველა სხვა სახელმწიფოს ანგარიშზე 100-ზე ნაკლები ჯილდოა.

ცნობისთვის, სიაში რუსეთი მეშვიდე პოზიციაზეა. დღემდე ნობელის პრემია მის 30 წარმომადგენელს აქვს მიღებული. შედარებისთვის, შეერთებული შატატები ჯილდოების რაოდენობით მას 14-ჯერ აღემატება. ზემოხსენებულ სამ სახელმწიფოსთან ერთად, რუსეთს სიაში ისეთი ქვეყნები უსწრებს, როგორიცაა იაპონია, შვედეთი და საფრანგეთი.

ქვეყანანობელის პრემიის გამარჯვებების რაოდენობა
აშშ428
დიდი ბრიტანეთი145
გერმანია116
საფრანგეთი79
შვედეთი34
იაპონია33
რუსეთი30
კანადა29
შვეიცარია27
ავსტრია25
ნიდერლანდები22
იტალია21
პოლონეთი19
უნგრეთი16
ისრაელი14
ავსტრალია14
დანია14
ნორვეგია14
ინდოეთი13
ბელგია11
ირლანდია11
სამხრეთ აფრიკა11
ჩინეთი8
ესპანეთი8
დანარჩენი ქვეყნები (59 ქვეყანა)119