აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის მონაცემებით, ცხოველებით კონტრაბანდული ვაჭრობა არალეგალური ვაჭრობის მეოთხე ყველაზე მსხვილი სახეობაა. თევზების სამყაროსა და მცენარეებით ვაჭრობასთან გაერთიანებით, ის არალეგალური ვაჭრობის ისეთი სახეების შემდეგ მოდის, როგორიცაა ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანების ტრეფიკინგი და ყალბი საქონლით ვაჭრობა.
გერმანიის იუსტიციისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტროს განცხადებით, ცხოველებით კონტრაბანდული ვაჭრობა ხშირ შემთხვევაში ისეთ სხვა დანაშაულებებთან არის თანხვდენილი, როგორიცაა: ფულის გათეთრება, კორუფცია, საგადასახადო და საბაჟო დანაშაულები და სხვა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის მიერ მომზადებული 2024 წლის „მსოფლიოს ცხოველთა სამყაროს დანაშაულის ანგარიშის“ თანახმად, 2015-2021 წლებში ცხოველებით კონტრაბანდულ ვაჭრობაში მარტორქები, პანგოლინები და სპილოები ლიდერობდნენ. ანგარიშის თანახმად, ამ პერიოდში აღნიშნული სამი სახეობის ცხოველით კონტრაბანდული ვაჭრობა მთლიანი კრიმინალის 73%-ს შეადგენდა. გაეროს უწყება კი ცხოველებით კონტრაბანდული ვაჭრობის კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობს.
სახეობების მიხედვით, 2015-2021 წლებში ცხოველებით კონტრაბანდული ვაჭრობის გამოვლენის მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურება:
29% – მარტორქები
28% – პანგოლინები
15% – სპილოები
5% – გველთევზები
5% – ნიანგები
2% – თუთიყუშები და კაკადუები
2% – მტაცებლები
2% – კუები
2% – გველები
2% – ზღვის ცხენთევზები