Twitter-ის ახალი მფლობელი და ხელმძღვანელი ილონ მასკი გეგმავს, რომ კომპანიიდან თანამშრომლების თითქმის 50% გაათავისუფლოს, რაც 3,700-მდე ადამიანის სამსახურიდან დათხოვნას გულისხმობს.
ბუნებრივია, მასკის რადიკალურ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა; მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიებმა კი პროტესტის შედარებით მწვავე ფორმას მიმართეს და Twitter-თან კომერციული თანამშრომლობა შეწყვიტეს.
Media Matters-ის უახლეს კვლევის თანახმად, Twitter-მა უკვე დაკარგა 50 უმსხვილესი დამკვეთი, რომლებმაც 2020 წელს Twitter-ზე რეკლამებში 2 მილიარდი დოლარი დახარჯეს. მოგეხსენებათ, სოციალური ქსელების შემოსავლის ძირითადი წყარო რეკლამებია, უმსხვილესი კომპანიების მიერ თანამშრომლობის შეწყვეტა კი, ბუნებრივია, ნეგატიურად აისახება Twitter-ის შემოსავლებზე.
გთავაზობთ იმ კომპანიების სიას, რომლებმაც პროტესტის ნიშნად Twitter-ზე რეკლამების განთავსება შეწყვიტეს:
Abbott Laboratories
Allstate Corporation
AMC Networks
American Express Company
AT&T
Big Heart Petcare
BlackRock
BlueTriton Brands
Boston Beer Company
CA Lottery (California State Lottery)
CenturyLink (Lumen Technologies)
Chanel
Chevrolet
Chipotle Mexican Grill
Citigroup
CNN
Dell
Diageo
DirecTV
Discover Financial Services
Fidelity
First National Realty Partners
Ford
Heineken N.V.
Hewlett-Packard (HP)
Hilton Worldwide
Inspire Brands, Inc.
Jeep
Kellogg Company
Kohl’s Department Stores, Inc.
Kyndryl
LinkedIn Corporation
MailChimp
Marriott International, Inc.
Mars Petcare
Mars, Incorporated
Merck & Co.
Meta (Facebook, Instagram)
MoneyWise (Wise Publishing)
Nestle
Novartis AG
Pernod Ricard
PlayPass
Coca-Cola Company
The Kraft Heinz Company
Tire Rack
Verizon
Wells Fargo
Whole Foods Market IP
Yum! Brands
შეცვლის თუ არა მასკი გადაწყვეტილებას, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ მსოფლიო მასშტაბით პროტესტის ტალღა ძლიერდება და არ არის გამორიცხული, რომ ზეწოლის გამო, პლანეტის უმდიდრეს მეწარმეს სტრატეგიის გადახედვა მოუწიოს.