რუსეთი გაზის საფასურს საერთაშორისო ბაზარზე მხოლოდ რუბლში მიიღებს

რუსეთი გაზის საფასურს საერთაშორისო ბაზარზე მხოლოდ რუბლში მიიღებს

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, საერთაშორისო ბაზარზე ბუნებრივი აირის გაყიდვის სანაცვლოდ ანაზღაურებას რუსეთის ფედერაცია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, რუბლში მიიღებს.

გარდა ამისა, უმსხვილეს რუსულ კომპანიას Gazprom-ს დაევალა ევროსა და დოლარში მიღებული კონტრაქტების რუბლში კონვერტაცია. აღსანიშნავია, რომ აქამდე ვაჭრობისას რუსეთი ევროს და დოლარს იყენებდა.

პუტინის შეფასებით, სანქციების გამო, რუსული კომპანიებისთვის ანაზღაურების უცხოურ ვალუტაში მიღებას არავითარი აზრი აღარ აქვს.

„სავსებით აშკარაა, რომ ჩვენი პროდუქციის სანაცვლოდ დოლარის, ევროსა და სხვა უცხოური ვალუტების მიღებას არავითარი აზრი აღარ აქვს. ამიტომ, გადავწყვიტე, უმოკლეს დროში განვახორციელოთ ღონისძიებები, რათა არამეგობრულ ქვეყნებს ჩვენი ბუნებრივი აირის სანაცვლოდ რუსული რუბლის გადახდა მოუწიოთ.“ – განაცხადა პუტინმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *