რუსმა სამხედროებმა ხერსონში ნოვა კახოვკის კაშხალი ააფეთქეს

რუსმა სამხედროებმა ხერსონში ნოვა კახოვკის კაშხალი ააფეთქეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სარდლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გვიან ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში, ქალაქის რუსეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში ნოვა კახოვკის კაშხალი ააფეთქეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური განცხადებით, ნგრევის მასშტაბის, წყლის მოცულობისა და სიჩქარის, ასევე წყალდიდობის საფრთხეში მყოფი პუნქტების იდენტიფიცირება ამჟამად მიმდინარეობს.

გარდა დასახლებების დატბორვის საფრთხისა, ნოვა კახოვკის კაშხლის დაზიანება მიმდებარე რეგიონებში წყლის მიწოდებასაც შეზღუდავს. რუსეთის შეიარაღებული ძალები კაშხლის აფეთქებაზე პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებს.

საინტერესოა, რომ ნოვა კახოვკის კაშხლით რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული მარაგდება. გარდა ამისა, აღნიშნულ კაშხალზეა მიმაგრებული რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეში მდებარე ატომური ელექტროსადგური. შესაბამისად, ატომური ელექტროსადგური გაგრილების სისტემის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დგას.

გაეროს ორგანოს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ამ ეტაპისთვის სადგური უსაფრთხოდ, თუმცა დაკვირვების ქვეშაა. სანაცვლოდ, უკრაინის ატომური ენერგიის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, კახოვკის ავზში წყლის დონე სწრაფად მცირდება, რაც ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს დიდი საფრთხის წინაშე აყენებს.

წყალდიდობის რისკის ქვეშ იმყოფება ხერსონის 14 დასახლებაში მცხოვრები 22,000-მდე ადამიანი. ამჟამად ახლოს მდებარე რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.