NEXT-ის, როგორც ბრენდის ფილოსოფია, ახალი საწყისებისთვის მყარი საფუძვლის ჩაყრას გულისხმობს. მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად კი ახალ წელზე უკეთესი დრო არ არსებობს.
ამიტომ საქართველოს ყველაზე სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია მომხმარებელს 7%-იან საახალწლო ფასდაკლებას სთავაზობს. შეთავაზება აქტიურია 5-დან 31 დეკემბრის ჩათვლით და მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში NEXT-ის ყველა პროექტზე ვრცელდება.
ინოვაციური არქიტექტურისა და ენერგოეფექტიანი, ხარისხიანი მასალების მიღმა NEXT-ის ყველა საცხოვრებელ კომპლექსს თავისი უნიკალური ატმოსფერო და კონცეფცია აქვს. შთამბეჭდავი მდებარეობა ფასეულობის ჯაჭვს კიდევ უფრო ზრდის, შედეგად კი თქვენ ხდებით არა უბრალოდ აპარტამენტის, არამედ საერთაშორისოდ აღიარებული აქტივის მფლობელი, რომლის გრძელვადიანი ღირებულებაც მხოლოდ კომფორტული ან მშვენიერი კი არა, სტაბილური მომავლის გარანტია.
როგორ ხედავთ თქვენს მომავალს? ვილაში, მარბელას თვალწარმტაც პლაჟთან ახლოს? საპორტო ქალაქის შერეულ ატმოსფეროში, ბათუმში? შესაძლოა, ტატუ სითიში, ეგზოტიკური აფრიკული ველური ბუნების გარემოცვაში ცხოვრება გინდათ ან ძველი თბილისის კოლორიტულ ნაწილში გირჩევნიათ. NEXT-ის იდეოლოგია, უპირველესად, არჩევანის მრავალფეროვნებას გულისხმობს, ამიტომ თქვენი სამომავლო ხედვის ყველა შესაძლო ვარიანტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
ინვესტიციის მიზანს თქვენ ირჩევთ: ახალი დასაწყისი, სტაბილური შემოსავლის წყარო, ადგილი მშვიდი ან პირიქით, აქტიური ცხოვრებისთვის, ახალ კულტურასთან შერწყმა… კიდევ უამრავი ვერსია არსებობს და NEXT-ი თითოეული მათგანისთვის მკვიდრ და სანდო სივრცეს ქმნის.
S











