2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 32 პროცენტით გაიზარდა და 5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუმცა საქართველოს ექსპორტში ტრადიციულად მაღალია რეექსპორტის წილი. რეექსპორტი ნიშნავს საქართველოში იმპორტით შემოტანილი საქონლის ექსპორტზე გატანას. რეექსპორტის გარეშე საქართველოს ექსპორტი (ე.წ. ადგილობრივი ექსპორტი) 2022 წელს 18.4%-ით გაიზარდა და 3.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 66% იყო.
რადგან ადგილობრივი ექსპორტი მხოლოდ საქართველოში წარმოებული საქონლის ექსპორტს მოიცავს, ის უკეთ უჩვენებს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს. 10 უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფს ადგილობრივი ექსპორტის 50%-მდე უჭირავს. საინტერესოა, აღნიშნული 10 უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფის პროდუქცია რომელ ქვეყნებში გადის და როგორი ტენდენციაა ბოლო წლებში.
10. ელექტროენერგია — 84 მლნ დოლარი
2022 წელს საქართველოდან 84 მლნ დოლარის ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, რაც 5-ჯერ მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. მოცულობის მიხედვით თუ ვნახავთ, 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 971 მლნ კილოვატსაათის ელექტროენერგია გავიდა, რაც 2021 წლის ექსპორტზე 580 მლნ კვტსთ-ით მეტია. ექსპორტირებული ელექტროენერგიის 94% თურქეთმა იყიდა. შემდეგ მოდის სომხეთი 5%-იანი წილით.
2023 წლის იანვარ-აპრილში 12 მლნ დოლარის ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე, როცა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 200 ათასი დოლარის გავიდა. ძირითადი საექსპორტო ბაზარი ისევ თურქეთია.
ქვეყნები, სადაც 2022 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე
ქვეყანა | მლნ დოლარი |
🇹🇷 თურქეთი | 8.0 |
🇦🇲 სომხეთი | 4.2 |
🇦🇿 აზერბაიჯანი | 0.6 |
🇷🇺 რუსეთი | 0.1 |
9. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები — 85 მლნ დოლარი
2022 წელს საქართველოდან 85 მლნ დოლარის ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი განხორციელდა, რაც 2-ჯერ მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. მოცულობის მიხედვით თუ ვნახავთ, 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 30 ათასი ტონა ძვირფასი ლითონების მადანი და კონცენტრატი გავიდა, რაც 2021 წლის ექსპორტზე 19 ათასი ტონით მეტია. ექსპორტირებული მადნებისა და კონცენტრატების 96% ჩინეთში გავიდა, 3% კი ბულგარეთში.
2023 წლის იანვარ-აპრილში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი 19%-ით შემცირდა. ძირითადი საექსპორტო ბაზარი ისევ ჩინეთია.
ქვეყნები, სადაც 2022 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი ძვირფასი ლითონების მადანი და კონცენტრატი გავიდა ექსპორტზე
ქვეყანა | მლნ დოლარი |
🇨🇳 ჩინეთი | 81 |
🇧🇬 ბულგარეთი | 2.9 |
🇸🇬 სინგაპური | 0.7 |
8. ცოცხალი ცხოველები — 87 მლნ დოლარი
2022 წელს საქართველოდან 87 მლნ დოლარის ცოცხალი ცხოველის ექსპორტი განხორციელდა, რაც 40%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. ყველაზე მეტი – 58 მლნ დოლარის – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იყო, ხოლო 22 მლნ დოლარის – ცხვარი. ცოცხალი ცხოველების საექსპორტო ბაზრის თითქმის ნახევარი აზერბაიჯანს უჭირავს, სადაც გასულ წელს ცხოველების ექსპორტმა 40 მლნ დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდის ერაყი 32 მლნ დოლარით.
2023 წლის იანვარ-აპრილში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ცოცხალი ცხოველების ექსპორტი 13%-ით გაიზარდა. ძირითადი საექსპორტო ბაზრები ისევ ერაყი, აზერბაიჯანი და საუდის არაბეთია.
ქვეყნები, სადაც 2022 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი ცოცხალი ცხოველი გავიდა ექსპორტზე
ქვეყანა | მლნ დოლარი |
🇦🇿 აზერბაიჯანი | 40 |
🇮🇶 ერაყი | 32 |
🇸🇦 საუდის არაბეთი | 5.6 |
🇯🇴 იორდანია | 3.0 |
🇦🇲 სომხეთი | 2.9 |
7. თხილი — 99 მლნ დოლარი
2022 წელს საქართველოდან 99 მლნ დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა, რაც 15%-ით ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე. მოცულობის მიხედვით თუ ვნახავთ, 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 23.8 ათასი ტონა თხილი გავიდა, რაც 2021 წლის ექსპორტზე 618 ტონით ნაკლებია. ექსპორტირებული თხილის 30% იტალიაში გავიდა, 23% – გერმანიაში, 6% კი სომხეთში.
2023 წლის იანვარ-აპრილში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თხილის ექსპორტი 11.4%-ით გაიზარდა. ძირითადი საექსპორტო ბაზრები გერმანია, იტალია, სომხეთი და ესპანეთია.
ქვეყნები, სადაც 2022 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი თხილი გავიდა ექსპორტზე
ქვეყანა | მლნ დოლარი |
🇮🇹 იტალია | 30 |
🇩🇪 გერმანია | 23 |
🇦🇲 სომხეთი | 6.3 |
🇪🇸 ესპანეთი | 5.3 |
🇫🇷 საფრანგეთი | 3.8 |
🇵🇱 პოლონეთი | 3.5 |
🇱🇹 ლიეტუვა | 3.5 |
6. სპირტი და სპირტიანი სასმელები — 104 მლნ დოლარი
2022 წელს საქართველოდან 104 მლნ დოლარის სპირტისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტი განხორციელდა, რაც 0.5%-ით ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე. მოცულობის მიხედვით თუ ვნახავთ, 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 13 მლნ ლიტრი სპირტი და სპირტიანი სასმელი გავიდა, რაც 2021 წლის ექსპორტზე 4 მლნ ლიტრით ნაკლებია. ექსპორტირებული სპირტის 54% რუსეთში გავიდა, 23% – უკრაინაში, ხოლო 9% – ბელარუსში.
2023 წლის იანვარ-აპრილში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სპირტისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტი 53%-ით გაიზარდა. ძირითადი საექსპორტო ბაზრები ისევ რუსეთი და უკრაინაა.
ქვეყნები, სადაც 2022 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი სპირტი და სპირტიანი სასმელი გავიდა ექსპორტზე
ქვეყანა | მლნ დოლარი |
🇷🇺 რუსეთი | 57 |
🇺🇦 უკრაინა | 24 |
🇧🇾 ბელარუსი | 10 |
🇱🇻 ლატვია | 3 |
🇰🇿 ყაზახეთი | 2.3 |
🇺🇸 აშშ | 1.2 |
🇱🇹 ლიეტუვა | 1.2 |
5. ტანსაცმელი — 176 მლნ დოლარი
2022 წელს საქართველოდან 176 მლნ დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 30%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. ექსპორტირებული ტანსაცმლის 75% ტრიკოტაჟის ტანსაცმელზე მოდის. ექსპორტირებული ტანსაცმლის 79% თურქეთში გავიდა, 17% ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო 1.3% – გაერთიანებულ სამეფოში.
2023 წლის იანვარ-აპრილში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტანსაცმლის ექსპორტი 8.4%-ით შემცირდა. ძირითადი საექსპორტო ბაზრები თურქეთი, გერმანია, იტალია და პოლონეთია.
ქვეყნები, სადაც 2022 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი ტანსაცმელი გავიდა ექსპორტზე
ქვეყანა | მლნ დოლარი |
🇹🇷 თურქეთი | 139 |
🇵🇱 პოლონეთი | 12 |
🇩🇪 გერმანია | 4.6 |
🇮🇹 იტალია | 2.9 |
🇬🇧 გაერთიანებული სამეფო | 2.3 |
🇧🇪 ბელგია | 2.1 |
🇳🇱 ნიდერლანდები | 1.7 |
4. უალკოჰოლო სასმელები — 209 მლნ დოლარი
2022 წელს საქართველოდან 209 მლნ დოლარის უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი განხორციელდა, რაც 1.1%-ით ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე. მოცულობის მიხედვით თუ ვნახავთ, 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 339 მლნ ლიტრი უალკოჰოლო სასმელები გავიდა, რაც 2021 წლის ექსპორტზე 24 მლნ ლიტრით ნაკლებია. ექსპორტირებული უალკოჰოლო სასმელების 45% რუსეთში გავიდა, 14% – ყაზახეთში, ხოლო 7% სომხეთში.
2023 წლის იანვარ-აპრილში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი 28%-ით გაიზარდა. ძირითადი საექსპორტო ბაზრები ისევ რუსეთი, ყაზახეთი, სომხეთი და აზერბაიჯანია.
ქვეყნები, სადაც 2022 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი უალკოჰოლო სასმელი გავიდა ექსპორტზე
ქვეყანა | მლნ დოლარი |
🇷🇺 რუსეთი | 94 |
🇰🇿 ყაზახეთი | 29 |
🇦🇲 სომხეთი | 14 |
🇦🇿 აზერბაიჯანი | 12 |
🇺🇦 უკრაინა | 11 |
🇮🇱 ისრაელი | 7.3 |
🇱🇹 ლიეტუვა | 7.1 |
🇧🇾 ბელარუსი | 6.1 |
🇩🇪 გერმანია | 5.1 |
🇺🇸 აშშ | 5.1 |
3. ღვინო — 252 მლნ დოლარი
2022 წელს საქართველოდან 252 მლნ დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 6%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. მოცულობის მიხედვით თუ ვნახავთ, 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 103 მლნ ლიტრი ღვინო გავიდა, რაც 2021 წლის ექსპორტზე 14 მლნ ლიტრით მეტია. ექსპორტირებული ღვინის 64% რუსეთში გავიდა, 12% ევროკავშირის ქვეყნებში, ხოლო 5-5% უკრაინასა და ჩინეთში.
2023 წლის იანვარ-აპრილში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღვინის ექსპორტი 30%-ით გაიზარდა. ძირითადი საექსპორტო ბაზრები ისევ რუსეთი, ევროკავშირის ქვეყნები, უკრაინა და ჩინეთია.
ქვეყნები, სადაც 2022 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი ღვინო გავიდა ექსპორტზე
ქვეყანა | მლნ დოლარი |
🇷🇺 რუსეთი | 161 |
🇪🇺 ევროკავშირის ქვეყნები | 31 |
🇺🇦 უკრაინა | 14 |
🇨🇳 ჩინეთი | 12 |
🇰🇿 ყაზახეთი | 10 |
🇧🇾 ბელარუსი | 7.6 |
🇺🇸 აშშ | 5.3 |
🇬🇧 გაერთიანებული სამეფო | 1.6 |
2. მინერალური და აზოტოვანი სასუქები — 281 მლნ დოლარი
2022 წელს საქართველოდან 281 მლნ დოლარის მინერალური და აზოტოვანი სასუქების ექსპორტი განხორციელდა, რაც 136%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. მოცულობის მიხედვით თუ ვნახავთ, 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 462 ათასი ტონა სასუქი გავიდა, რაც 2021 წლის ექსპორტზე 10 ათასი ტონით მეტია. ექსპორტირებული სასუქის 53% პერუში გავიდა, 11% ინდოეთში, ხოლო 7% – განაში.
2023 წლის იანვარ-აპრილში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სასუქის ექსპორტი 45%-ით შემცირდა. ძირითადი საექსპორტო ბაზრები პერუ, ინდოეთი და რუმინეთია.
ქვეყნები, სადაც 2022 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი სასუქი გავიდა ექსპორტზე
ქვეყანა | მლნ დოლარი |
🇵🇪 პერუ | 150.10 |
🇮🇳 ინდოეთი | 29.87 |
🇬🇭 განა | 20.91 |
🇷🇴 რუმინეთი | 16.47 |
🇺🇦 უკრაინა | 13.07 |
🇦🇲 სომხეთი | 12.38 |
🇵🇦 პანამა | 10.33 |
🇲🇿 მოზამბიკი | 8.12 |
1. ფეროშენადნობები — 453 მლნ დოლარი
2022 წელს საქართველოდან 453 მლნ დოლარის ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა, რაც 5%-ით ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე. მოცულობის მიხედვით თუ ვნახავთ, 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 229 ათასი ტონა ფეროშენადნობები გავიდა, რაც 2021 წლის ექსპორტზე 71 ათასი ტონით ნაკლებია. ექსპორტირებული ფეროშენადნობების 51% აშშ-ში გავიდა, 24% – რუსეთში, ხოლო 12% – თურქეთში.
2023 წლის იანვარ-აპრილში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფეროშენადნობების ექსპორტი 57%-ით შემცირდა. ძირითადი საექსპორტო ბაზრები რუსეთი, თურქეთი და აშშ.
ქვეყნები, სადაც 2022 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი ფეროშენადნობი გავიდა ექსპორტზე
ქვეყანა | მლნ დოლარი |
🇺🇸 აშშ | 233 |
🇷🇺 რუსეთი | 108 |
🇹🇷 თურქეთი | 56 |
🇮🇹 იტალია | 18 |
🇦🇿 აზერბაიჯანი | 13 |
🇺🇦 უკრაინა | 7.9 |
🇪🇸 ესპანეთი | 3.4 |
🇫🇷 საფრანგეთი | 3.1 |