სად სვამენ ყველაზე მეტ ლუდს? – ტოპ-10 ქვეყანა

სად სვამენ ყველაზე მეტ ლუდს? – ტოპ-10 ქვეყანა

ლუდის სმაში მსოფლიოს ლიდერი ქვეყანა უკვე მინიმუმ 31 წელია, უცვლელია – ეს ჩეხეთია, სადაც ერთ ადამიანზე საშუალოდ 152.1 ლიტრი ლუდი მოდის წელიწადში. ამასთან, Kirin Holdings-ის მონაცემების მიხედვით, რომელიც 2023 წლის მდგომარეობას ასახავს, ყველაზე მეტ ლუდს კვლავ ევროპელები სვამენ და ათეულშიც მხოლოდ ევროპის ქვეყნებს ვხვდებით.

ჩეხეთში ლუდის კულტურა ეროვნული მემკვიდრეობის სტატუსით სარგებლობს და აქ წარმოებული ლუდის 96% ადგილობრივია. ქვეყანა ლუდის დამზადების საუკუნოვან ტრადიციებს ინარჩუნებს, რაც სათავეს 993 წლიდან იღებს. ჩეხეთის მსგავსად, ლუდი ეროვნული მემკვიდრეობის სტატუსით გერმანიასა და ბელგიაშიც სარგებლობს. თუმცა ეს უკანასკნელი სიაში მხოლოდ 33 ადგილს სჯერდება, მისგან განსხვავებით გერმანია ათეულში გვხვდება.

ხორვატიამ რეიტინგში მნიშვნელოვნად წინ წაიწია და 2022 წლის მე-10 ადგილიდან 2023 წელს მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. მეორე მხრივ, პოლონეთი, რომელიც 2022 წელს მე-5 ადგილზე იყო, მნიშვნელოვნად დაქვეითდა და მე-12 ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ აშშ ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარების მაჩვენებლით 170 ქვეყანას შორის 27-ე ადგილზეა და დიდ ბრიტანეთს, ავსტრალიასა და ბრაზილიას ჩამორჩება. ჩამონათვალში რუსეთი 31-ე ადგილს იკავებს.

ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშების გამორიცხვით, ყველაზე მეტ ლუდს ჩინეთში მოიხმარენ. ამ კუთხით ქვეყანა პირველ ადგილს ზედიზედ მინიმუმ 21-ე წელია, არ თმობს. 2023 წლის მონაცემებით, ჩინეთზე ბაზრის 20.1% მოდის.

წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია:

პოზიციაქვეყანაერთ სულ მოსახლეზე მოხმარების მოცულობა (ლ)

2023 წელი

1ჩეხეთი152.1
2ავსტრია106.5
3ლიეტუვა103.3
4ირლანდია100.6
5ხორვატია94.2
6ესპანეთი93
7ესტონეთი92.6
8გერმანია88.8
9რუმინეთი84.4
10სლოვენია84.1