მრავალი წელია, ამერიკა მთელი მსოფლიოდან ამბიციურ დამფუძნებლებს, ფინანსისტებსა თუ მეწარმეებს იზიდავს. მათმა ნაწილმა აშშ-ში მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა შეძლო და დიდი ქონებაც დააგროვა.
Forbes Real-Time Billionaires-ის სიაზე დაყრდნობით, რეიტინგში შემავალი 125 ამერიკელი იმიგრანტი მილიარდერი 40-ზე მეტი ქვეყნიდან არის წარმოშობით. მათ შორის სიაში ინდოეთი, ტაივანი და ისრაელი ლიდერობს. ეს ეკონომიკები ღრმა ტექნიკური ნიჭის რესურსებს, ძლიერ დიასპორულ ქსელებსა და აშშ-ის საწარმოო და კაპიტალის ბაზრებთან მჭიდრო კავშირებს აერთიანებს. ამ ქვეყნებიდან წასულმა დამფუძნებლებმა თუ აღმასრულებელმა დირექტორებმა პროგრამული უზრუნველყოფის, ნახევარგამტარების, კიბერუსაფრთხოებისა და ვაჭრობის სფეროებში უზარმაზარი წარმომადგენლობა შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ ამ სიაში ევროპის 8 ქვეყნიდან წასული 32 იმიგრანტი მილიარდერია, მათ შორის გერმანიდან – 6, საფრანგეთიდან – 5, უნგრეთიდან – 4, დიდი ბრიტანეთიდან – 4 და უკრაინიდან – 4. რუსეთი, საბერძნეთი და იტალია აშშ-ში 3-3 მილიარდერი იმიგრანტით არიან წარმოდგენილნი, რაც რეგიონის წილს ავსებს. ეს განაწილება თითქმის ემთხვევა აზიის მაჩვენებელს, თუმცა უფრო მეტ ქვეყანაზეა განაწილებული.
ჩამონათვალში კანადიდან 9, ხოლო ჩინეთიდან 8 მილიარდერია. ამ ქვეყნებს ამერიკისა და აზიის წილზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, აშშ-ში ისრაელიდან 11 იმიგრანტი მილიარდერია, ირანიდან – 6, ლიბანიდან – 2 და თურქეთიდან – ასევე 2.
გარდა ამისა, აშშ-ში აფრიკული წარმოშობის 4 მილიარდერია (ნიგერიიდან და სამხრეთ აფრიკიდან, თითოეულის შემთხვევაში 2-2), ამას ემატება ავსტრალია – ოკეანეთიდან 2 მილიარდერით. აღსანიშნავია, რომ სიაში შემავალ 22 ქვეყანას აშშ-ში თითო-თითო მილიარდერი ჰყავს.
ამერიკელ იმიგრანტ მილიარდერებს შორისაა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, რომელიც ამჟამად 418.5 მილიარდი აშშ დოლარის ქონებას ფლობს. მასკი წარმოშობით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდანაა, 2002 წელს კი შეერთებული შტატების მოქალაქეობაც მიიღო.
იმიგრანტებს შორის კიდევ ერთი ცნობილი მილიარდერია ჯენსენ ჰუანგი, რომელიც მოცემული დროისთვის Forbes-ის რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებს. ჰუანგი, რომელიც წარმოშობით ტაივანიდან არის, $158.4 მილიარდად შეფასებულ ქონებას ფლობს.
ქვეყანა | რეგიონი | მიგრანტი მილიარდერები |
---|---|---|
ინდოეთი | აზია | 12 |
ტაივანი | აზია | 11 |
ისრაელი | ახლო აღმოსავლეთი | 11 |
კანადა | ჩრდ. ამერიკა | 9 |
ჩინეთი | აზია | 8 |
გერმანია | ევროპა | 6 |
ირანი | ახლო აღმოსავლეთი | 6 |
საფრანგეთი | ევროპა | 5 |
უნგრეთი | ევროპა | 4 |
გაერთიანებული სამეფო | ევროპა | 4 |
უკრაინა | ევროპა | 4 |
რუსეთი | ევროპა | 3 |
საბერძნეთი | ევროპა | 3 |
იტალია | ევროპა | 3 |
ავსტრალია | ოკეანია | 2 |
ლიბანი | ახლო აღმოსავლეთი | 2 |
მექსიკა | ჩრდ. ამერიკა | 2 |
ნიგერია | აფრიკა | 2 |
სამხრეთი აფრიკა | აფრიკა | 2 |
სამხრეთი კორეა | აზია | 2 |
თურქეთი | ახლო აღმოსავლეთი | 2 |
სხვა | — | 22 |