საკულტო არაყი მონტენეგროდან

საკულტო არაყი მონტენეგროდან

არაყი Beluga, რომელიც დღესდღეობით მონტენეგრულ Noblewood Group-ის მფლობელობაშია, ევროპული ბრენდის იდენტობითა და გამოცდილებით აგრძელებს ოპერირებას, პოზიციონირდება პრემიუმ კლასის ალკოჰოლურ სასმელად და ინოვაციურ მიდგომას ტრადიციულ ხარისხსთან აზავებს.

Beluga- წარმატების სიმბოლოდ მიიჩნევენ, ასოცირდება ელეგანტურობასა და ფუფუნებასთან, ხარისხისადმი ერთგულებასა და დეტალების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებასთან, რისი მკაფიო გამოხატულებაცაა ბოთლი დახვეწილი დიზაინით, რომელზეც ხელით მაგრდება მეტალის ზუთხის სიმბოლო (ბელუგას თევზი), რაც პროდუქტს უნიკალურობას ჰმატებს. 

მართალია, Beluga ამჟამად მონტენეგრულ ალკოჰოლური სასმელების კომპანია Noblewood Group-ის მფლობელობაში, მაგრამ დისტილერია ტყეებით გარშემორტყმულ ლატვიის სოფელ იაუნკალსნავაში, დედაქალაქ რიგადან 150 კილომეტრში მდებარეობს. დისტილერია უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების პროცესით გამოირჩევა.

წარმოება ორ ეტაპად იყოფა – ორგანული მარცვლეულისგან სპირტი ლატვიაში, დისტილერიაში გამოიხდება, შემდეგ კი, საბოლოო წარმოებისთვის, იგი გადააქვთ მონტენეგროში, ქალაქ ნიკშიჩში, სადაც ამუშავებენ, ფილტრავენ, ასვენებენ (resting) და ბოთლებში ასხამენ. 

ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე მონტენეგრო იყო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც კონსტიტუციურად „ეკოლოგიურ სახელმწიფოდ“ გამოცხადდა, შესაბამისად, გამორჩეულია სუფთა წყლითა და ჰაერით, ბორცვებიანი ტყეებითა თუ ბუნებრივი სილამაზით. სწორედ ასეთ გარემოში, მრავალჯერადი ფილტრაციისა და დაყოვნების ხარჯზე, ბელუგას არაყი იქცევა რბილ, მსუბუქ სასმელად, რომლის მირთმევა სასიამოვნოა როგორც სუფთა სახით, ასევე ბელუგას არყისგან დამზადებულ იმგვარ კოქტეილებში, როგორებიცაა: Beluga Martini, Beluga Mule, Beluga Collins, Beluga Berry Smash და Beluga Espresso Martini.

ქართულ ბაზარზე ბელუგას მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი, რაც ბრენდის პრემიუმ პოზიციონირებას ამყარებს. მათ შორის გვხვდება: Vodka Beluga Noble, Vodka Beluga Celebration, Vodka Beluga Transatlantic Racing, Beluga Gold Line, Beluga Adriatic Botanicals (Rose and Lime / Cucumber and Mint). 

ბელუგა თავის კატეგორიაში ერთერთ ძვირადღირებულ სასმელად მიიჩნევა და მისი ღირებულება ასახავს პრემიუმ ხარისხსაც — ქართულ სავაჭრო ქსელებში მისი საფასო კატეგორია, მოცულობის მიხედვით, საშუალოდ 120 – 250 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ბრენდის პოზიციონირება მჭიდროდაა დაკავშირებული მაღალ გასტრონომიულ კულტურასთანBeluga განსაკუთრებით გემრიელია ხიზილალასთან ერთად და გამორჩეულია მისი მირთმევის მეთოდებიც, რადგან ბრენდი განკუთვნილია მათთვის, ვინც ხარისხსა და ელეგანტურობას აქცევს ყველაზე დიდ ყურადღებას. 

ავტორი: კახი ჩაკვეტაძე