Samsung-ი კორპორაციებისთვის კერძო 5G ქსელის განვითარებას გეგმავს

Samsung-ი კორპორაციებისთვის კერძო 5G ქსელის განვითარებას გეგმავს

უსადენო კომუნიკაციები ბიზნესისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ჯერ არ ყოფილა და არც მის გასაუმჯობესებლად ყოფილა ტექნოლოგიური არჩევანი ასეთი მრავალფეროვანი. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური კომპანიებისთვის ახალი წლის სამზადისთან ერთად გახდა, რომელიც, როგორც წესი, ქსელებზე მოთხოვნას საგრძნობლად ზრდის, რაც ჰიბრიდული სამუშაო მოდელების ელასტიკური მოთხოვნების დაგეგმვითაა გამოწვეული.

გასაკვირი არაა, რომ უსადენო კომუნიკაციების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალება კერძო 5G ქსელებია. მაღალი გამტარუნარიანობის, გიგანტური სიმძლავრის, დაბალი შეყოვნებისა და ძლიერი უსაფრთხოების შეთავაზებით, საწარმოს 5G-ით დამუხტული ფიჭური ქსელები, ერთი შეხედვით, ლოგიკური არჩევანია მრავალი ორგანიზაციისთვის.

თუმცა მსგავსი კერძო ქსელები სულაც არაა სწორი გადაწყვეტილება ყველა ბიზნესისთვის. მართალია, WiFi-ის განვითარება, განსაკუთრებით ახალი 6E ვერსიით, ტრადიციული საწარმოსთვის საკმარის სარგებელს მოიტანს, მათ შორის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ გამტარუნარიანობას, მომწოდებელთა დიდ რაოდენობას, მართვის მარტივ საშუალებებსა და თითქმის უნივერსალური ბოლო წერტილის (Endpoint) მხარდაჭერასაც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, WiFi-ის შეზღუდულმა დიაპაზონმა შეიძლება კონკრეტული გარემოსა და ინდუსტრიისთვის პრობლემები შექმნას და ამ დროს, სიმძლავრისა და დაფარვის ლიმიტებიც უფრო აშკარა ხდება. სხვა მხრივ, ფიჭური ქსელების მხარდაჭერა უფრო ძლიერ სიგნალებს აქვს, რომლებსაც ქსელის დაფარვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლიათ, თუნდაც ისეთი არალიცენზირებული ფიჭური რადიოსპექტრისთვის, როგორიც CBRS-ია.

მაგალითად, კერძო ქსელების შექმნით, რომლებიც CBRS-ის სპექტრის თავისუფალ ნაწილს იყენებენ, ბიზნესებს კერძო ფიჭური ქსელების შექმნა შეუძლიათ, რომლებიც  ადეკვატურად დაფარავს სრულ სატრანსპორტო ჰაბს, და არა მხოლოდ ერთ ავტოსადგომს. Samsung Networks-მა ცოტა ხნის წინ ყველას ყურადღება მთავარ უნივერსიტეტში დანერგილი კერძო ფიჭური ქსელით მიიპყრო, რომელიც ძლიერ და თანამიმდევრულ დაფარვას უზრუნველყოფდა მთელ კამპუსში. მას ასევე ჰქონდა სკოლისთვის ქსელის დამატებითი უსაფრთხოება, რადგან ყველა მოწყობილობა მოითხოვს SIM-ბარათს, რომელიც ქსელში წვდომის მისაღებადაა დარეგისტრირებული და ამცირებს თაღლითურ შემთხვევებს.

უნივერსიტეტის შემთხვევაში, ქსელი აშენდა Samsung Networks-ის 4T4R CBRS Remote Radio Head-მოწყობილობის გარშემო, რომელიც აერთიანებს ანტენებს, ერთდროულად გადაცემისა და ოთხი ფიჭური არხის მიღების შესაძლებლობით. აქედან მომდინარეობს სახელიც, Samsung-ის Compact Core-პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ტრადიციულ x86-სერვერებზე მუშაობს და ქსელის მუშაობისთვის ყველა საჭირო ძირითად ფუნქციას და მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას შეიცავს. როგორც Hardware-ით, ასევე Software-ით მხარდაჭერილია 4G LTE და 5G და ასევე საშუალებას აძლევს ორივე ტიპის ქსელს, აპლიკაციის მოთხოვნის შემთხვევაში, ერთდროულად იმუშაოს.

შიდა გარემოსთვის, რომელსაც აქვს დროის მიმართ მგრძნობიარე ქსელის (TSN) მოთხოვნები ან უკიდურესად დაბალი შეყოვნება, ზოგიერთმა კომპანიამ mmWave-ზე დაფუძნებული კერძო 5G-ქსელების შესწავლაც კი დაიწყო. ეს არა მხოლოდ უზრუნველყოფს გამტარუნარიანობის უფრო მაღალ დონეს, არამედ ასევე აქვს  მხარდაჭერა უფრო მეტი მოწყობილობისთვის. MmWave-ის ლიცენზირების აუცილებლობა დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა კომპანიებისთვის, რომლებიც URLLC-ის ითხოვენ, ეს საუკეთესო არჩევანია. ასეთი ტიპის აპლიკაციებს Samsung Networks-ი როუტერის ზომის Link Cell-მოწყობილობებს სთავაზობს, რომლებსაც ასევე აქვს კომპანიის Compact Core-ის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მომუშავე სერვისებთან კავშირი.

გარდა ძირითადი განლაგებისა, რიგი კომპანიები ექსპერიმენტებს კერძო 5G-ქსელებზე ატარებენ, ახალი ტიპის ფუტურისტული აპლიკაციებისა და პოტენციური სარგებლის დასადგენად. სხვა კომპანიები კი პერსონალურად მორგებული გამოთვლითი აპლიკაციების განვითარებაზე მუშაობენ, რომელთა მიწოდება კერძო ქსელის ინფრასტრუქტურის საშუალებითაა შესაძლებელი.

მიუხედავად ამისა, ორგანიზაციების უმეტესობას არა აქვს საკუთარი ფიჭური ქსელისთვის საჭირო გამოცდილება, რაც მათ საჭირო პარტნიორობებისკენ უბიძგებს. საბედნიეროდ, ხელმისაწვდომი, მარტივი და ადვილად მართვადი Hardware-ის ვარიანტები Samsung Networks-ისგან ბევრ კომპანიას საქმეს გაუმარტივებს. საბოლოო ჯამში, კომპანიებს მოუწევთ, საფუძვლიანად შეამოწმონ თავიანთი კონკრეტული ქსელისა და აპლიკაციის მოთხოვნები, განიხილონ დროთა განმავლობაში მათ შეცვლასთან დაკავშირებული ვარაუდები და მხოლოდ შემდგომ შეარჩიონ შესაფერისი ვარიანტები. ეს პროცესი კი რთული, თუმცა ორგანიზაციების მომავლისთვის აუცილებელია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *