სანდუს თქმით, მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანება „გადარჩენის საკითხია“

სანდუს თქმით, მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანება „გადარჩენის საკითხია“

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, ევროკავშირში გაწევრიანება ცენტრალური ევროპის სახელმწიფოსთვის „გადარჩენის საკითხად“ შეაფასა. გარდა ამისა, მან ევროპარლამენტი, ქვეყანაში დაგეგმილი კრიტიკული არჩევნების წინ, პროცესებში რუსეთის ჩარევის შესახებ გააფრთხილა.

28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, სანდუ სამშაბათს სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მოლდოვის პრეზიდენტმა ამ არჩევნებს ქვეყნის ისტორიაში „ყველაზე მნიშვნელოვანი“ და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე „ბოლო ბრძოლა“ უწოდა.

„[ამ არჩევნების] შედეგი გადაწყვეტს, გავმყარდებით თუ არა, როგორც სტაბილური დემოკრატია ევროკავშირის წევრობის გზაზე […] თუ რუსეთი შემოიტანს დესტაბილიზაციას და ევროპას დაგვაშორებს“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მოიპოვა და გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ოფიციალურად 2024 წლის ივნისში დაიწყო. სანდუ ქვეყნის EU-ში გაწევრიანებას რუსეთისგან მისი დაცვის ერთადერთ გზად მიიჩნევს. ის რუსეთს „[მოლდოვის] წინაშე არსებულ უდიდეს საფრთხეს“ უწოდებს.