საპენსიო აქტივების ჯამურმა საინვესტიციო მოგებამ ₾1 მილიარდს გადააჭარბა - საპენსიო სააგენტო

საპენსიო აქტივების ჯამურმა საინვესტიციო მოგებამ ₾1 მილიარდს გადააჭარბა - საპენსიო სააგენტო

საქართველოს საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის 21 მარტის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების ჯამურმა საინვესტიციო მოგებამ მილიარდ ლარს გადააჭარბა.

სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 8,274-მა პირმა ისარგებლა. როგორც იკრვევა, მათზე პენსიის სახით მთლიანობაში 26,354,795.74 ლარი გაიცა.

საპენსიო სააგენტომ ერთი კვირის წინ საინვესტიციო პორტფელების მოგებიანობის მიმოხილვაც გამოაქვეყნა, რომელიც 2024 წლის თებერვლის თვის მდგომარეობას ასახავს. პორტფელების მიხედვით, მიმდინარე წლის 29 თებერვლის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოდან ჯამური რეალური (ინფლაციის გათვალისწინებით) ამონაგები შემდეგნაირად გამოიყურება:

• კონსერვატიული პორტფელი: 5.11%.
• დაბალანსებული პორტფელი: 5.51%
• დინამიკური პორტფელი: 5.80%.