საფინანსო ინსტიტუციები აზიაში ქვანახშირის ენერგოსადგურების დახურვას გეგმავენ

საფინანსო ინსტიტუციები აზიაში ქვანახშირის ენერგოსადგურების დახურვას გეგმავენ

მსოფლიოს უდიდესი ფინანსური ინსტიტუტები აზიაში ქვანახშირის ენერგოსადგურების დახურვის პროცესის დაჩქარებას ცდილობენ. ინიციატივის ავტორი ბრიტანული სადაზღვევო კომპანია Prudential-ია. აზიის განვითარების ბანკი, HSBC და Citi კი მხარდამჭერ ინსტიტუტებს წარმოადგენენ.

აზიის განვითარების ბანკი ADB იმედოვნებს, რომ აღნიშნული ცვლილების განხორციელების გეგმა ნოემბერში გასამართი COP26 კლიმატის სამიტისათვის მზად იქნება. სტრატეგიის მიზანი კი ადამიანის მიერ ხელოვნურად წარმოქნილი ნახშიროჟანგის ყველაზე დიდი გამონაბოლქვის შემცირება იქნება.

ბრიტანული სადაზღვევო კომპანიის, Prudential-ის მზარდი ბაზრების მიმართულების ხელმძღვანელის, დონ კანაკის განცხადებით, მსოფლიო ვერ შეძლებს პარიზის კლიმატური შეთანხმების მიზნების განხორციელებას მანამ, სანამ არ დავიწყებთ ქვანახშირით გამომუშავებული ელექტროენეგიის განახლებადი ენერგიის წყაროებით ჩანაცვლებას.

მისივე თქმით, ეს პროცესი განსაკუთრებით ჩქარა აზიაში უნდა წარიმართოს, სადაც ქვანახშირის სადგურები ყველაზე ახალი შესულია ექსპლუატაციაში და კიდევ ათეულობით წლების განმავლობაში შეძლებენ ფუნქციონირებას.

ფინანსური ინსტიტუტების შეთავაზების მიხედვით, კომპანიები შეისყიდიან აზიის ტერიტორიაზე არსებულ ქვანახშირის ენერგოსადგურებს და მას იმაზე ადრე დახურავენ, ვიდრე ეს წინასწარ იყო განზრახული.

აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლის განცხადებით, თუკი კომპანიები შეისყიდიან 50 წლის სასიცოცხლო ხანგრძლივობის მქონე ელექტროსადგურს და მას 15 წელში დახურავენ, ამით 35 წლის განმავლობაში გამოყოფილ ნახშიროჟანგის გამონაბოლქვს შეამცირებენ.

აზიის განვითარების ბანკი იმედოვნებს, რომ ნოემბრის სამიტისათვის ინიციატივის საპილოტე პროგრამა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში, ინდონეზიაში, ფილიპინებსა და ვიეტნამში გაშვებული იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *