საქართველომ 2023 წლის საგარეო ვაჭრობა რეკორდული დეფიციტით დაასრულა

საქართველომ 2023 წლის საგარეო ვაჭრობა რეკორდული დეფიციტით დაასრულა

2023 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გა­რეო ვაჭრო­­­­­­­ბის დეფიციტმა, ანუ უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 9.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე ყველაზე მაღალი დეფიციტი 2022 წელს გვქონდა – 8 მილიარდი დოლარი. 2023 წელს 2022 წელთან შედარებით დეფიციტი დაახლოე­­­­­­­ბით 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

დეფიციტის ზრდა იმპორტის ექსპორტზე მეტად ზრდამ განაპირობა. 2022 წელთან შედარებით ექს­­­­­­­­­­­­­­პორტი – 508 მლნ დოლარით (9%-ით), ხოლო იმპორტი 1,891 მლნ დოლარით (14%-ით) გაიზარდა.

ვაჭრობის დეფიციტმა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ 31% შეადგინა. ანალოგიური მაჩვენე­­­­­­­ბელი 2022 წელს 32% იყო, ხოლო 2014-2019 წლებში – საშუალოდ 33%. ნომინალურ გამოსახულებაში დიდი ზრდის მიუხედავად, ეკონომიკის (მშპ) მიმართ დე­­­­­­­ფიციტის ტვირთი არ გაზრდილა, მაგრამ დეფიციტს ასევე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ლარის გაცვლით კურსზე. თუ ის ტურიზმით ან სხვა შემოსავლებით არ დაბალანსდება, ლარის გაუფასურებას იწვევს.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტი

მონაცემთა წყარო: საქსტატი

2023 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (ექსპორტისა და იმპორტის ჯამმა) 21.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 12.5%-ით მეტია და რეკორდულად მაღალი მაჩვენებე­­­­­­­ლია. 21.5 მილიარდი დოლარიდან ექსპორტი 6.1 მილი­­­­არდი დოლარი იყო, ხოლო იმპორტი – 15.4 მილიარდი დოლარი.

ექსპორტი 2023 წელს

ექსპორტი ორი ნაწილისგან შედგება: საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი (რომელსაც ად­­­­­­­­­­­­­­გილობრივ ექსპორტს უწოდებენ) და რეექსპორტი.

2023 წელს საქართველოდან საქონლის ექსპორტი რეექსპორტის ხარჯზე გაიზარდა. ცალკე აღებული რე­­­­ექსპორტი 75%-ით გაიზარდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 24.4%-ით შემცირდა. 2023 წელს დაფიქსი­­­­­­­რებულ 6.1 მილიარდი დოლარის ექსპორტში რეექს­­­­­­­­პორტი 3.3 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო ადგილობ­­­­­­­­­­­­­­რივი ექსპორტი – 2.8 მილიარდი დოლარი.

ქვეყნების მიხედვით 2023 წელს საქართველოს ექსპორტი ყველაზე მეტად ყირგიზეთში გაიზარდა – 602 მლნ დოლარით და 696 მლნ დოლარი შეადგინა. 602-მლნ-იანი ზრდიდან 546 მლნ მსუბუქ ავტომობი­­­­­­­ლებზე მოდის, ხოლო 49 მლნ – სიგარეტზე. ყირგიზეთ­­­­­­­­­­­­­­ში ავტომობილების გაყვანა რეექსპორტის ნაწილია. აშშ-დან შემოყვანილი ავტომობილები საქართველოს გავლით გადის ყირგიზეთში.

ტოპ-10 ქვეყანა საქართველოს ექსპორტში 2023 წელს, მლნ დოლარი 

მონაცემთა წყარო: საქსტატი

ექსპორტის ზრდის მაჩვენებლით მეორე ადგილზე ყაზახეთია, სადაც 465 მლნ დოლარით მეტი საქონელი გავიტანეთ, ვიდრე 2022 წელს. ყაზახეთში ექსპორტის ზრდა სრულად ავტომობილების რეექსპორტით არის განპირობებული. ჯამურმა ექსპორტმა 703 მლნ დოლა­­­­­­­რი შეადგინა და აქედან 592 მლნ დოლარის ავტომო­­­­­­­ბილებია.

ექსპორტის ზრდით მესამე ადგილზე სომხეთია, სადაც ექსპორტი 203 მლნ დოლარით გაიზარდა და 787 მლნ დოლარი შეადგინა. ამ შემთხვევაშიც ექს­­­­­­­­­­­­­­პორტის ზრდის მთავარი მიზეზი ავტომობილების რეექსპორტი იყო, რომელიც 155 მლნ დოლარით გაი­­­­­­­ზარდა.

მეოთხე ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც ექსპორტი 189 მლნ დოლარით გაიზარდა და 862 მლნ დოლარი შეადგინა. აზერბაიჯანში ავტომობილების რეექსპორ­­­­­­­­­­­­­­ტი 129 მლნ დოლარით გაიზარდა.

ჯამში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 1.3 მილიარდი დოლარით გაიზარდა. აზერბაიჯანსა და სომხეთს ავტომობილები ძირითადად საკუთარი ბაზ­­­­­­­­­­­­­­რისთვის გაჰყავთ საქართველოდან, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ექსპორტირებული ავტომობილების ნა­­­­­­­­წილის საბოლოო დანიშნულების ადგილი კი რუსეთია. ეს კარგად ჩანს 2023 წლის ყო­­­­­­­ველთვიური სტატისტიკიდან. გასული წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ყაზა­­­­­­­ხეთში თვეში საშუალოდ 40 მლნ დოლარის ავტომობილები გადიოდა, ყირგიზეთში კი – 43 მლნ დოლარის. აღნიშნულ თვეებში გაყ­­­­­­­­­­­­­­ვანილი ავტომობილების ნაწილი რუსეთის­­­­­­­­­­­­­­თვის იყო, რადგან საქართველო 50 ათას დოლარზე ძვირად ღირებული ავტომობი­­­­­­­ლების რუსეთში ექსპორტს კრძალავდა რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციების გამო. 2023 წლის აგვისტოდან საქართველომ სრულად შეაჩერა აშშ-ში წარმოებული ავტომობილების რუსეთ­­­­­­­­­­­­­­ში ექსპორტი, ხოლო სექტემბრის ბოლოს ევროკავშირში წარმოებულების გაყვანაც აკრძალა. ამის შედეგად, აგვისტო-დეკემ­­­­­­­­­­­­­­ბერში ყაზახეთში თვეში საშუალოდ 62 მლნ დოლარის ავტომობილი გავიდა, ხოლო ყირგიზეთში – 64 მლნ დოლარის. რუსეთის შემთხვევაში პირიქით მოხდა, იანვარ-ივ­­­­­­­­­­­ლისში თვეში საშუალოდ 10 მლნ დოლარის ავტომობილები გადიოდა, აგვისტო-სექ­­­­­­­­­­­­­­ტემბერში ჯამში 0.5 მლნ დოლარის გავიდა, ხოლო ოქტომბერ-დეკემბერში ჯამში 186 ათასი დოლარის ღირებულების 15 ავტომო­­­­­­­ბილი გავიდა.

ტოპ-10 საქონელი საქართველოს ადგილობრივ ექსპორტში 2023 წელს, მლნ დოლარი

მონაცემთა წყარო: საქსტატი

რუსეთში ექსპორტი 2.3%-ით გაიზარ­­­­­­­­­­­­­­და და 657 მლნ დოლარი შეადგინა. მათ შორის, 32 მლნ დოლარით გაიზარდა უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი, 20 მლნ დოლარით – სპირტიანი სასმელების ექსპორტი, 7.5 მლნ დოლარით – ღვინის ექს­­­­­­­­­­­­­­პორტი. რუსეთის ბაზარმა ღვინის ექსპორ­­­­­­­­­­­­­­ტში 65% დაიკავა, 2022 წელს ეს მაჩვენებე­­­­­­­ლი 63.7% იყო. 2023 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა რუსეთში ფეროშენადნობების ექსპორტი – 62 მლნ დოლარით და ავტომო­­­­­­­ბილების ექსპორტი – 9 მლნ დოლარით.

ქვეყნების მიხედვით ექსპორტი ყველა­­­­­­­ზე მეტად – 426 მლნ დოლარით – ჩინეთში შემცირდა. შემცირება სპილენძის მადნე­­­­­­­ბისა და კონცენტრატების რეექსპორტის 404 მლნ დოლარით კლებამ განაპირობა. 21 მლნ დოლარით შემცირდა ძვირფასი ლითონების მადნების ექსპორტი. ბულგა­­­­­­­რეთში ექსპორტი 174 მლნ დოლარით შემ­­­­­­­­­­­­­­ცირდა, რაც ძირითადად სპილენძის მად­­­­­­­­­­­­­­ნებისა და კონცენტრატების რეექსპორტის კლებამ განაპირობა. აშშ-ში ექსპორტი 168 მლნ დოლარით შემცირდა, საიდანაც 164 მლნ დოლარი ფეროშენადნობების ექს­­­­­­­­­­­­­­პორტის კლებაზე მოდის. 2023 წელს საქარ­­­­­­­­­­­­­­თველოდან ექსპორტში პირველი ადგილი აზერბაიჯანმა დაიკავა 862 მლნ დოლა­­­­­­­რით, მეორე ადგილზე სომხეთია 787 მლნ დოლარით და მესამეზე ყაზახეთია 703 მლნ დოლარით. თუ რეექსპორტის გარეშე ექსპორტს, ანუ ადგილობრივ ექსპორტს ვნახავთ, პირველ ადგილზე რუსეთია 542 მლნ დოლარით. მეორეზე თურქეთია 344 მლნ დოლარით, მესამეზე კი ჩინეთია 270 მლნ დოლარით.

საქონლის მიხედვით 2023 წელს ყვე­­­ლაზე მეტად მსუბუქი ავტომობილების ექს­­­­­­პორტი გაიზარდა – 1.2 მილიარდი დოლა­­­რით და 2.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 80 ათასამდე ავტომობილი გავიდა, ხოლო 2023 წელს – 108 ათასამდე. შემდეგ მოდის სპირტი და სპირტიანი სასმელები, რომელ­­­­­­თა ექსპორტი 58 მლნ დოლარით გაიზარ­­­­და და 196 მლნ დოლარი შეადგინა. 45 მლნ დოლარით გაიზარდა უალკოჰოლო სასმე­­­ლების ექსპორტი, 44 მლნ დოლარით გაი­­­ზარდა ცხოველების (რქოსანი პირუტყვი, ცხვრები) ექსპორტი. 2023 წელს ყველაზე მეტად სპილენძის მადნებისა და კონცენ­­­­­­ტრატების ექსპორტი შემცირდა – 545 მლნ დოლარით. 279 მლნ დოლარით შემცირდა ფეროშენადნობების ექსპორტი, 123 მლნ დოლარით – სასუქების ექსპორტი.

ექსპორტში პირველი ადგილი ავტომო­­­ბილებს უჭირავს 2.1 მილიარდი დოლა­­­რით, შემდეგ მოდის სპილენძის მადნები და კონცენტრატები 479 მლნ დოლარით (მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა), მესა­­­მე ადგილზე ღვინოა 259 მლნ დოლარით. რეექსპორტის გარეშე, ადგილობრივი წარმოების ექსპორტში პირველი ადგილი ღვინოს უჭირავს 259 მლნ დოლართ. მეორე ადგილზე ფეროშენადნობებია 181 მლნ დო­­­ლარით. მე-3 ადგილზე სასუქებია 158 მლნ დოლარით.

იმპორტი 2023 წელს

2023 წელს ექსპორტზე მეტად იმპორტი გაიზარდა – თითქმის 2 მილიარდი დო­­­ლარით. ქვეყნების მიხედვით იმპორტი ყველაზე მეტად აშშ-დან გაიზარდა – 937 მლნ დოლარით, რაც ავტომობილების იმპორტის ზრდამ განაპირობა. იმპორ­­­­­­ტის ზრდით მეორე ადგილზე იაპონიაა 297 მლნ დოლარით. ამ შემთხვევაშიც ზრდას ავტომობილების იმპორტი განა­­­პირობებს. გერმანიიდან იმპორტი 284 მლნ დოლარით გაიზარდა, რაც ძირითა­­­დად ისევ ავტომობილების იმპორტის დამსახურებაა. ჩინეთიდან იმპორტი 202 მლნ დოლარით გაიზარდა და აქედან 90 მლნ დოლარი ავტონაწილებზე მოდის.

ტოპ-10 ქვეყანა საქართველოს იმპორტში 2023 წელს, მლნ დოლარი

მონაცემთა წყარო: საქსტატი

იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირ­­­­­­და სომხეთიდან – 278 მლნ დოლარით, ჩილედან – 120 მლნ დოლარით და რუსე­­­თიდან – 91 მლნ დოლარით. სომხეთი­­­დან და ჩილედან იმპორტის შემცირება სპილენძის მადნებისა და კონცენტრა­­­ტების იმპორტის კლებამ განაპირობა. რუსეთიდან კი 70 მლნ დოლარით შემ­­­­­­ცირდა ნავთობპროდუქტების იმპორტი, 31 მლნ დოლარით – ხორბლის ფქვილის იმპორტი და 27 მლნ დოლარით – კოქსის იმპორტი.

იმპორტში პირველი ადგილი თურ­­­­­­ქეთმა დაიკავა 2,570 მლნ დოლარით. შემდეგ მოდის აშშ 1,949 მლნ დოლარით და რუსეთი 1,744 მლნ დოლარით.

საქონლის მიხედვით გასულ წელს ყველაზე მეტად მსუბუქი ავტომობილე­­­ბის იმპორტი გაიზარდა – 1.5 მილიარდი დოლარით. სამკურნალო საშუალებების იმპორტი 139 მლნ დოლარით გაიზარდა, სატვირთო ავტომობილების – 69 მლნ დოლარით, მობილური ტელეფონების – 51 მლნ დოლარით.

ყველაზე მეტად – 539 მლნ დოლარით – სპილენძის მადნებისა და კონცენტრა­­­ტების იმპორტი შემცირდა. ნავთობპრო­­­დუქტების იმპორტი 168 მლნ დოლარით შემცირდა, ელექტროენერგიის – 40 მლნ დოლარით.

ტოპ-10 საქონელი საქართველოს იმპორტში 2023 წელს, მლნ დოლარი

მონაცემთა წყარო: საქსტატი

საქართველოს იმპორტში პირველი ადგილი მსუბუქ ავტომობილებს უჭირავს – 3.2 მილიარდი დოლარით. მეორე ად­­­­­­გილზე ნავთობპროდუქტებია 1.3 მილი­­არდი დოლარით, მესამეზე სამკურნალო საშუალებებია 543 მლნ დოლარით.