Forbes Georgia წარმოგიდგენთ საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კერძო კომპანიების რეიტინგს, რომელიც ამ კომპანიების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული 2022 წლის ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზეა შედგენილი.
კომპანიები დაჯგუფებულია შემოსავლების მიხედვით. რეიტინგში დომინირებენ ქვეყნის უმსხვილესი კომპანიები ენერგეტიკის, ნავთობის იმპორტის, საცალო ვაჭრობის, ჯანდაცვის, კომუნიკაციებისა და სხვა სექტორებიდან.
სიაში არ არის შესული საქართველოს მთავრობის კუთვნილი კომპანიები, რომელთა ანგარიშს Forbes Georgia განცალკევებული სახით ამზადებს.
2022 წლის მონაცემებით, საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანიის საერთო შემოსავალი 36.3 მილიარდი ლარია. 2021 წელთან შედარებით მაჩვენებელი 5.2 მილიარდი ლარითაა გაზრდილი.
დადასტურებულია GRANT THORNTON-ის მიერ
1. სოკარ ენერჯი ჯორჯია
შემოსავალი: ₾ 2,350 მლნ.
სოკარ ენერჯი ჯორჯია წელსაც საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიაა – ასეთ მაღალ შემოსავალს მისი შვილობილი კომპანიების, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისა და სოკარ ჯორჯია გაზის გაყიდვები განაპირობებს.
მფლობელი: აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა.
2. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი
შემოსავალი: ₾ 1,204 მლნ.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ქვეყნის უმსხვილესი ჯანდაცვის ჰოლდინგია, რომელიც ევექსის ჰოსპიტლებს, ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებს აერთიანებს.
მფლობელი: საქართველოს კაპიტალი.
3. ტოიოტა კავკასია
შემოსავალი: ₾ 1,130 მლნ.
ტოიოტა კავკასიის ძირითადი ბიზნესსაქმიანობა Toyota Tsusho Corporation-სა და Toyota Motor Europe-სგან ტოიოტასა და ლუქსის ბრენდების ავტომანქანების, სათადარიგო ნაწილების შესყიდვა და კავკასიაში ავტორიზებული დილერებისთვის საბითუმოდ მიყიდვაა.
მფლობელი: Toyota Tsusho Corporation
4. ნიკორა
შემოსავალი: ₾ 1,013 მლნ.
ნიკორა კვების პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. ის ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიასთან ერთად სუპერმარკეტების მზარდ ქსელს – ნიკორასა და ლიბრეს აერთიანებს და ბაზარზე 500-ზე მეტი სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი.
მფლობელი: ვასილ სუხიაშვილი – 23%, Greenmoon LTD – 13.3%, დავით დუმბაძე – 10.5%, ოლეგ გუბანოვი – 10%, თალიკო ცირეკიძე – 9%, სს ნიკორა – 6.5%, მაკა სალუქვაძე – 6%, გურამ ცერცვაძე – 5%, ირაკლი ნიკოლაიშვილი – 2.8%, ეკატერინა გუბანოვა – 2%, კსენია გუბანოვა – 2%, ოლგა გუბანოვა – 2%, ტარადინ დემენტი – 2%, თამარ ჯერენიშვილი – 2%, ნიკა სუხიაშვილი – 1.1%, სოფო სუხიაშვილი – 1.1%, ანტონ ნიკოლაიშვილი – 0.9%, რუსუდან ჯერენაშვილი – 0.9%.
5. რომპეტროლ საქართველო
შემოსავალი: ₾ 979 მლნ.
რომპეტროლი წარმოადგენს ჯგუფ KMG International-ის მთავარ ბრენდს, რომელიც ყაზახეთის ეროვნულ ნავთობკომპანია KazMunayGaz-ის მფლობელობაშია. „რომპეტროლის“ მთავარი საქმიანობა ნავთობის მოპოვება და გადამუშავებაა.
მფლობელი: სუვერენული კეთილდღეობის ფონდი Samruk-Kazyna (ყაზახეთის მთავრობის საკუთრება).
6. თეგეტა მოტორსი (ჯგუფი)
შემოსავალი: ₾ 950 მლნ.
თეგეტა მოტორსი საქართველოში ავტომობილების ერთ-ერთ უმსხვილეს დილერსა და ავტონაწილების ბაზრის მთავარ მოთამაშეს წარმოადგენს.
მფლობელი: თემურ კოხოძე.
7. ორი ნაბიჯი
შემოსავალი: ₾ 879 მლნ.
ორი ნაბიჯი საქართველოს საცალო ვაჭრობის ბაზრის ერთ-ერთ ლიდერია. 2022 წლის ბოლოს თბილისსა და სხვა რეგიონებში კომპანია 400 მაღაზიას ფლობდა.
მფლობელი: გოჩა ცქიტიშვილი – 33.34%, გიორგი ჩხეიძე – 33.33%, კახი ბექაური – 33.33%.
8. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური)
შემოსავალი: ₾ 775 მლნ.
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას ძირითადი საქმიანობა საქართველოში ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელის ფუნქციონირება და მართვაა. 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით კომპანია 6 ჰიპერმარკეტს, 18 სუპერმარკეტსა და 71 პატარა ფორმატის სუპერმარკეტს ფლობს.
მფლობელი: შპს Majid Al Futtaim Capital.
9. პსპ ფარმა
შემოსავალი: ₾ 745 მლნ.
პსპ ჯგუფი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტ აფთიაქს ფლობს, ჯგუფი ასევე მართავს ჰოსპიტლებს თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში.
მფლობელი: 95% – კახაბერ ოქრიაშვილი, 5% – თენგიზ ჯამელაშვილი.
10. ავერსი ფარმა
შემოსავალი: ₾ 738 მლნ.
ავერსი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტ აფთიაქს ფლობს, ჯგუფი ასევე მართავს ჰოსპიტლების ქსელს თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში.
მფლობელი: 67% – პაატა კურტანიძე, 33% – ნიკოლოზ კურტანიძე.
საქართველოს 100 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
# | კომპანია | შემოსავალი (მლნ ₾) | მოგება (მლნ ₾) | აქტივები (მლნ ₾) | ცვლილება რეიტინგში | საქმიანობა |
1 | სოკარ ენერჯი ჯორჯია | 2,350 | 177 | 1,435 | ■ | ნავთობპროდუქტები |
2 | საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი | 1,204 | 58 | 1,440 | ■ | ჯანდაცვა, ფარმაცია |
3 | ტოიოტა კავკასია | 1,130 | 113 | 380 | ⬆︎13 | ავტომობილებით ვაჭრობა |
4 | სს ნიკორა | 1,013 | 70 | 539 | ■ | საცალო ვაჭრობა |
5 | რომპეტროლ საქართველო | 979 | -15 | 165 | ⬆︎1 | ნავთობპროდუქტები |
6 | თეგეტა მოტორსი | 950 | 41 | 802 | ⬇︎3 | ავტომობილებით ვაჭრობა |
7 | ორი ნაბიჯი | 879 | 54 | 285 | ⬆︎5 | საცალო ვაჭრობა |
8 | მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) | 775 | 38 | 208 | ⬆︎6 | საცალო ვაჭრობა |
9 | პსპ ფარმა | 745 | 51 | 637 | ⬇︎4 | ჯანდაცვა, ფარმაცია |
10 | ავერსი ფარმა | 738 | 61 | 644 | ⬇︎1 | ჯანდაცვა, ფარმაცია |
11 | სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი (სილქნეტი) | 723 | 182 | 1,699 | ⬆︎4 | კავშირგაბმულობა |
12 | ატლას ჰოლდინგს (აჭარაბეთი) | 706 | 118 | 588 | ⬇︎2 | აზარტული თამაშები |
13 | ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია | 681 | 53 | 286 | ⬆︎4 | ნავთობპროდუქტები |
14 | თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია | 676 | 93 | 229 | ⬆︎17 | ენერგეტიკა |
15 | სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი | 668 | 54 | 402 | ⬇︎8 | სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა |
16 | მაგთიკომი | 631 | 105 | 370 | ⬆︎2 | კავშირგაბმულობა |
17 | ჯიდიაი | 611 | 11 | 52 | ⬇︎6 | თამბაქოს ნაწარმი |
18 | ფილიპ მორის საქართველო | 583 | 9 | 142 | ⬇︎5 | თამბაქოს ნაწარმი |
19 | რითეილ ჯგუფი (მაგნიტი) | 539 | 2 | 197 | ⬆︎1 | საცალო ვაჭრობა |
20 | ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია | 514 | 129 | 579 | ⬆︎4 | სამშენებლო პროდუქცია |
21 | Spar Georgia | 498 | 19 | 276 | ⬆︎4 | საცალო ვაჭრობა |
22 | ენერგო-პრო ჯორჯია | 497 | 228 | 910 | ⬆︎1 | ენერგეტიკა |
23 | RMG Copper | 469 | -74 | 752 | ⬇︎1 | მეტალურგია |
24 | დეიდრიმ უნივერსალ საქართველო (ბეთლაივი) | 464 | 9 | 10 | ⬆︎17 | აზარტული თამაშები |
25 | ლუკოილ-ჯორჯია | 444 | 3 | 53 | ⬇︎6 | ნავთობპროდუქტები |
26 | თბილისი ენერჯი | 439 | 96 | 263 | ■ | ენერგეტიკა |
27 | მარსი (კრისტალბეთი) | 417 | 186 | 83 | ⬇︎6 | აზარტული თამაშები |
28 | ზუმერი ჯორჯია | 416 | 15 | 50 | ⬆︎16 | ტექნიკით ვაჭრობა |
29 | კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია | 396 | 53 | 328 | ⬆︎9 | სასმელების წარმოება |
30 | პორტალ პეტროლეუმ ჯორჯია | 369 | 8 | 52 | ⬆︎3 | ნავთობპროდუქტები |
31 | ავიაკომპანია ჯეო სქაი | 360 | 11 | 159 | ⬆︎8 | სატრანსპორტო მომსახურება |
32 | ანაგი | 356 | 3 | 361 | ⬆︎8 | მშენებლობა |
33 | ჯეოსთილი | 354 | 44 | 232 | ⬇︎5 | მეტალურგია |
34 | ალტა | 353 | 17 | 143 | ⬇︎5 | ტექნიკით ვაჭრობა |
35 | ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი | 346 | -2 | 302 | ⬆︎11 | მშენებლობა |
36 | ჯი-ეიჩ-ელ (ჯიბე) | 344 | 6 | 78 | ⬇︎2 | საცალო ვაჭრობა |
37 | ელიზი ჯგუფი | 343 | 21 | 184 | ⬇︎5 | თამბაქოს ნაწარმი |
38 | აჭარა ტექსტილე | 334 | 16 | 96 | ⬇︎3 | ტანსაცმლის წარმოება |
39 | RMG Gold | 330 | 59 | 566 | ⬇︎2 | მეტალურგია |
40 | პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია | 324 | 4 | 57 | ⬆︎31 | ნავთობპროდუქტები |
41 | რუსთავის ფოლადი | 322 | 21 | 314 | ⬇︎11 | მეტალურგია |
42 | ელიტ ელექტრონიქსი | 282 | 21 | 121 | ■ | ტექნიკით ვაჭრობა |
43 | ჯი-თი გრუპ | 275 | 66 | 241 | ⬇︎16 | ავტომობილებით ვაჭრობა |
44 | ბი ემ სი გორგია | 272 | 22 | 191 | ⬆︎1 | სამშენებლო პროდუქცია |
45 | ჯი არ სი | 266 | 12 | 105 | ⬇︎9 | სამშენებლო პროდუქცია |
46 | ქეი ვოშ | 254 | -1 | 25 | ⬆︎46 | ნავთობპროდუქტები |
47 | დეილი | 244 | 10 | 102 | ⬆︎28 | საცალო ვაჭრობა |
48 | დიპლომატ ჯორჯია | 237 | 10 | 90 | ⬇︎1 | დისტრიბუცია |
49 | ტავ ურბან საქართველო | 234 | 117 | 255 | ⬆︎19 | სატრანსპორტო მომსახურება |
50 | ჯეი თი აი კავკასუს | 226 | 43 | 89 | ⬇︎7 | თამბაქოს ნაწარმი |
51 | ფულ ჰაუსი (კროკობეთი) | 226 | 60 | 31 | ⬆︎15 | აზარტული თამაშები |
52 | კოკა-კოლა დისტრიბუცია | 224 | 4 | 17 | ⬆︎13 | დისტრიბუცია |
53 | იუ-ჯი-თი ჯგუფი | 220 | 22 | 103 | ⬇︎5 | ტექნიკით ვაჭრობა |
54 | აგროჰაბი | 217 | 23 | 93 | ⬆︎19 | საცალო ვაჭრობა |
55 | ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი (თელიანი ველი, გლობალ ბიერ ჯორჯია) | 213 | 30 | 270 | ⬆︎8 | ალკოჰოლური სასმელები |
56 | შარმ ტრეიდინგი | 211 | 29 | 155 | ⬇︎1 | დისტრიბუცია |
57 | თელასი | 211 | 80 | 413 | ⬇︎3 | ენერგეტიკა |
58 | ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი კომპანიის ფილიალი საქართველოში | 207 | -16 | 212 | ⬇︎9 | მშენებლობა |
59 | ელსივაიკიკი | 203 | 31 | 137 | ⬆︎23 | ტანსაცმლით ვაჭრობა |
60 | კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური | 203 | 94 | 671 | ⬇︎9 | სატრანსპორტო მომსახურება |
61 | თ & რ დისტრიბუშენ | 203 | 14 | 40 | ⬆︎11 | დისტრიბუცია |
62 | სმარტ კაპიტალ გრუპი | 202 | 19 | 162 | ⬇︎10 | ენერგეტიკა, მენეჯმენტი |
63 | ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი | 202 | 60 | 361 | ⬆︎13 | ენერგეტიკა |
64 | Mcdonald’s საქართველო | 201 | 41 | 186 | ⬆︎17 | სწრაფი კვება |
65 | ჯორჯიან პეტროლიუმი | 201 | 8 | 32 | ⬆︎56 | ნავთობპროდუქტები |
66 | ლომისი (ლუდსახარში ნატახტარი) | 200 | 37 | 126 | ⬇︎5 | ალკოჰოლური სასმელები |
67 | ჯი-ემ-პი | 191 | 37 | 217 | ⬇︎14 | ფარმაცია |
68 | ფოთის მარცვლეულის ტერმინალი | 189 | 3 | 48 | ⬆︎20 | ტრანსპორტირება, ვაჭრობა |
69 | ტოიოტა ცენტრი თბილისი | 188 | 39 | 38 | ⬆︎27 | ავტომობილებით ვაჭრობა |
70 | ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია | 187 | 21 | 76 | ⬆︎7 | დისტრიბუცია |
71 | ციტადელი | 187 | 9 | 70 | ⬇︎14 | სამშენებლო პროდუქცია |
72 | ვიმ-ბილ-დან საქართველო (სოფლის ნობათი და Pepsico) | 183 | 14 | 77 | ⬆︎2 | რძის პროდუქტები, დისტრიბუცია |
73 | საქართველოს უძრავი ქონება (m2) | 182 | -78 | 481 | ⬆︎42 | მშენებლობა |
74 | გეოდისტრიბუცია | 180 | 12 | 13 | ⬇︎12 | დისტრიბუცია |
75 | მეგაკო | 179 | 15 | 74 | ⬇︎8 | დისტრიბუცია |
76 | იბეროილი | 179 | 6 | 20 | ⬇︎16 | ნავთობპროდუქტები |
77 | მეიჯერელ საქართველო | 178 | 30 | 124 | ⬇︎18 | საკონსულტაციო მომსახურება |
78 | ევოლუშენ ჯორჯია | 173 | 12 | 122 | ■ | აზარტული თამაშები |
79 | ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი | 171 | 106 | 672 | ⬇︎10 | წყალმომარაგება, ენერგეტიკა |
80 | ფოლადის სახლი | 168 | -52 | 59 | პირველად რეიტინგში | სამშენებლო პროდუქცია |
81 | გუდვილი | 165 | 7 | 46 | ⬇︎2 | საცალო ვაჭრობა |
82 | ჯიპიაი ჰოლდინგი | 162 | 6 | 162 | ⬆︎1 | დაზღვევა |
83 | სუფთა სახლი | 162 | 9 | 107 | ⬇︎3 | საცალო ვაჭრობა |
84 | ნოვა | 161 | 3 | 132 | ⬇︎20 | სამშენებლო პროდუქცია |
85 | ლიდერ-ბეთ სლოტი | 157 | 44 | 25 | ⬆︎12 | აზარტული თამაშები |
86 | იბერია ბიზნეს ჯგუფი | 157 | -1 | 61 | ■ | ავტომობილებით ვაჭრობა |
87 | New Road | 155 | 22 | 66 | ⬆︎47 | მშენებლობა |
88 | ჩემპიონები 111 (ევროპაბეთი) | 152 | 34 | 48 | ⬇︎3 | აზარტული თამაშები |
89 | თიბისი დაზღვევა | 148 | 17 | 155 | ⬆︎9 | დაზღვევა |
90 | მოდუსი | 145 | 21 | 145 | ⬇︎6 | დისტრიბუცია |
91 | ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია | 145 | 90 | 520 | ■ | ენერგეტიკა |
92 | ჭიათურმანგანუმ ჯორჯია | 143 | 48 | 113 | ⬇︎42 | მეტალურგია |
93 | სელფი მობაილ (ბილაინი) | 141 | 59 | 161 | ⬇︎4 | კავშირგაბმულობა |
94 | პეის ჯორჯია | 141 | 34 | 282 | ⬆︎1 | სატრანსპორტო მომსახურება |
95 | ჯგუფი სადაზღვევო კომპანია ალდაგი | 138 | 16 | 214 | ⬇︎5 | დაზღვევა |
96 | Mercedes-Benz Georgia | 136 | 17 | 85 | ⬆︎5 | ავტომობილებით ვაჭრობა |
97 | დაფნა | 132 | 24 | 69 | ⬇︎10 | დისტრიბუცია |
98 | ბათუმის ნავთობტერმინალი | 120 | 95 | 353 | ⬆︎1 | სატრანსპორტო მომსახურება |
99 | საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ | 117 | 16 | 106 | ⬆︎49 | საკონსულტაციო მომსახურება |
100 | ზღაპარი | 112 | -175 | 25 | ⬆︎8 | საცალო ვაჭრობა |
მეთოდოლოგია
100 ყველაზე შემოსავლიანი კომპანიის რეიტინგი მომზადებულია კომპანიების მიერ reportal.ge-ზე საჯაროდ გამოქვეყნებული ანგარიშგებების საფუძველზე. სია შედგენილია პირველი კატეგორიისა და პირველი ჯგუფის კომპანიების მონაცემებით.
სიაში ვერ მოხვდნენ ცალკეული კომპანიები, რომლებიც, სავარაუდოდ, ყველაზე შემოსავლიანი კომპანიების რეიტინგში უნდა იყვნენ, მაგრამ საკუთარი ფინანსები – 2022 წლის აუდიტორული ანგარიშგებები – რეიტინგის შედგენის პერიოდში საჯაროდ გამოქვეყნებული არა აქვთ.
რეიტინგში შეყვანილი არაერთი კომპანია შვილობილ ორგანიზაციებსაც ფლობს. ამ შემთხვევებში, რეიტინგის შესადგენად, გამოყენებულია ჯგუფის კონსოლიდირებული ანგარიშგება, რომელშიც ყველა შვილობილი კომპანიის ფინანსებია გაერთიანებული. მაგალითად, სოკარ ენერჯი ჯორჯია საკუთარ თავში აერთიანებს მის შვილობილ კომპანიებს – სოკარ პეტროლეუმს, სოკარ ჯორჯია გაზსა და სხვა ორგანიზაციებს. სხვა კომპანიებისთვისაც, რომლებიც ჯგუფს წარმოადგენენ, შეფასებისთვის აღებულია მშობელი კომპანიის კონსოლიდირებული ანგარიშგება.
კომპანიის შემოსავლად ჩათვლილია კომპანიის ანგარიშგებაში ასახული მოცემული წლის ან გადაანგარიშებული ამონაგები/შემოსავალი ან ამონაგები მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან.
იმ კომპანიების შემთხვევაში, რომელთა ანგარიშგებაშიც მონაცემები აშშ დოლარშია მოცემული, რეიტინგში მაჩვენებლები მითითებულია ლარის ეკვივალენტში შესაბამისი წლის საშუალო გაცვლითი კურსით.
რეიტინგის მომზადებისას ავიღეთ კომპანიების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული მონაცემები, მიუხედავად იმისა, თუ როგორი დასკვნა აქვთ გაცემული აუდიტორებს და ადასტურებენ თუ არა აუდიტორები კომპანიის ფინანსური ანგარიშგების სამართლიან წარდგენას სრულად, რაიმე პირობით ან, თუნდაც, შესაძლოა უარსაც აცხადებდნენ დასკვნაში საკუთარი მოსაზრების გამოხატვაზე.