საქართველოს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა 2025 წლის იანვარ-აპრილში

საქართველოს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა 2025 წლის იანვარ-აპრილში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 7.75 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3%-ით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 2.01 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც 2024 წლის მონაცემს 14.2%-ით აღემატება. იმპორტმა კი 5.74 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 15.7%-ით გაიზარდა.

შედეგად, 2025 წლის იანვარ-აპრილში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3.72 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1%-ია.

აღნიშნულ პერიოდში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.2% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული კი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (450.0 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (258.4 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (215.1 მლნ. აშშ დოლარი).

წყარო: საქსტატი

ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 72.7% შეადგინა. პირველ სამეულში მოხვდა: აშშ (881.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (814.2 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (669.6 მლნ. აშშ დოლარი).

წყარო: საქსტატი

ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.9% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (914.3 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (902.0 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (859.1 მლნ. აშშ დოლარი).

წყარო: საქსტატი