სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 18.54 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.1%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 5.15 მილიარდი აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 7.7%-ით), ხოლო იმპორტი – 13.39 მილიარდი აშშ დოლარი (გაიზარდა 9.7%-ით).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში, 8.24 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.4%-ია.
2025 წლის ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1.08 მლრდ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (658.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (543.1 მლნ. აშშ დოლარი).

უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის: აშშ (2.06 მლრდ. აშშ დოლარი), თურქეთი (2.02 მლრდ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1.43 მლრდ. აშშ დოლარი).

მთლიანობაში, ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.5% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კი არიან: თურქეთი (2.26 მლრდ. აშშ დოლარი), აშშ (2.12 მლრდ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1.89 მლრდ. აშშ დოლარი).
