საქართველოს ბანკი ემიგრანტებისთვის - ინტერვიუ ნატალია შათირიშვილთან

საქართველოს ბანკი ემიგრანტებისთვის - ინტერვიუ ნატალია შათირიშვილთან

ემიგრანტებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობა მხოლოდ კომფორტის საკითხი არ არის, ეს აუცილებელი წინაპირობაა მათი ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებისა და სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებისთვის. დღეს ათასობით ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობს და მუშაობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო წვდომა საბანკო სერვისებსა და ფინანსურ პროდუქტებზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ.

საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტულია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის ემიგრანტებს, საბანკო სერვისებზე სრულფასოვანი წვდომა ჰქონდეთ და მომსახურება მარტივად, დისტანციურად და კომფორტულად მიიღონ. ამ მიზნით, ბანკი აქტიურად მუშაობს ემიგრანტების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაზე, დისტანციური შესაძლებლობების გაფართოებასა და მომსახურების გამარტივებაზე.

თუ რას სთავაზობს ბანკი ემიგრანტებს, ფინანსური, სოციალური და კულტურული მიმართულებებით, ბანკის ხედვასა და სამომავლო გეგმებზე საქართველოს ბანკის ემიგრანტების საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, ნატალია შათირიშვილი საუბრობს.

რას ნიშნავს საქართველოს ბანკისთვის ემიგრანტებზე ზრუნვა და რა არის ემიგრანტების საბანკო მომსახურების დეპარტამენტის მთავარი მისია?

საქართველოს ბანკი ქმნის პროდუქტებს და სერვისებს მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის და არა მარტო. ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული კი ემიგრანტების სეგმენტია. ემიგრანტებზე ზრუნვა დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენი მიზანია მათ სწრაფი, მარტივი და კომფორტული საბანკო გამოცდილება შევთავაზოთ. სწორედ ამ მიზნით, ემიგრანტების საბანკო მომსახურების გუნდი აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა შევქმნათ მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო პროდუქტები და სერვისები, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს მარტივად, უსაფრთხოდ და დისტანციურად მართონ საკუთარი ფინანსები, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებიან.

რა იყო მთავარი გამოწვევა ემიგრანტებისთვის საბანკო სერვისების მიღების პროცესში და როგორ პასუხობს მას ბანკი? როგორ უმარტივებთ ამ პროცესს?

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი მიზანი ემიგრანტების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი მიწოდების სიმარტივე და ხელმისაწვდომობა.

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ისეთი სერვისების შექმნა იყო, რომლებიც ემიგრანტებს სრულად დისტანციურად, საქართველოში ჩამოსვლის, მესამე პირების ჩართულობისა და ყოველგვარი მინდობილობის გარეშე მისცემდა საბანკო მომსახურების მიღების შესაძლებლობას. დღეს, მობილბანკის მეშვეობით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს მოქმედი პირადობის მოწმობა ან პასპორტი, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლია სრულად დისტანციურად გახსნას ანგარიში, გაააქტიუროს ციფრული ბარათი და დაამატოს ის ციფრულ საფულეში. მათ ასევე შესაძლებლობა აქვთ უცხოეთიდან, მაქსიმუმ 5 წუთში, საქართველოს ბანკის ანგარიშზე ჩაირიცხონ თანხა და სრულად დისტანციურად მართონ საკუთარი ფინანსები: გახსნან ანაბარი, გადაიხადონ კომუნალური გადასახადები ან შეასრულონ ნებისმიერი სხვა საბანკო ოპერაცია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გასულ წელს ემიგრანტებისთვის შევქმენით უნიკალური შესაძლებლობა, მათ უკვე შეუძლიათ სრულად დისტანციურად შეიძინონ უძრავი ქონება, მინდობილობის გარეშე, პირდაპირ საკუთარ სახელზე გაიფორმონ ბინა და დისტანციურად დაადასტურონ ყველა საჭირო ხელშეკრულება.

რა არხებით შეუძლიათ ემიგრანტებს მოგმართოთ?

ემიგრანტებისთვის სპეციალურად შევქმენით ვებგვერდი migrants.ge, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია ყველა იმ პროდუქტსა თუ სერვისზე, რომელსაც მათ ვთავაზობთ. ვებგვერდი მარტივი ნავიგაციით უზრუნველყოფს კომფორტულ გამოცდილებას და სწრაფ წვდომას საჭირო ინფორმაციაზე.

ამავე პლატფორმის მეშვეობით ემიგრანტებს შეუძლიათ დაგვიტოვონ საკონტაქტო ნომერი და მოითხოვონ ზარი. ჩვენი ბანკირები მათ დაუკავშირდებიან, უპასუხებენ ყველა კითხვას და გაუწევენ სრულყოფილ კონსულტაციას. აღსანიშნავია, რომ სერვისი სრულიად უფასოა და დროის ლიმიტი არ გვაქვს.

გარდა ამისა, რადგან სოციალური ქსელები ემიგრანტებისთვის აქტიური საკომუნიკაციო არხია, Facebook-ზე გვაქვს ჯგუფი migrants.ge – საქართველოს ბანკი ემიგრანტებისთვის, სადაც შეუძლიათ გაწევრიანდნენ, მოგვმართონ და მიიღონ დეტალური ინფორმაცია მათთვის საინტერესო პროდუქტებისა და სიახლეების შესახებ.

როგორც ვიცით, საქართველოს ბანკი ემიგრანტებისთვის საბანკო სერვისების გამარტივებასთან ერთად, აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ ინიციატივებსაც. კარნეგი ჰოლში გამართული სუხიშვილების კონცერტიც ამ ხედვის ნაწილია. გთხოვთ მოგვიყვეთ მეტი

ფინანსური მიმართულების პარალელურად, საქართველოს ბანკი ემიგრანტებთან ურთიერთობას უფრო ფართო კონტექსტში განიხილავს და მხარს უჭერს სოციალურ და კულტურულ ინიციატივებს, რომლებიც საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოსთან კავშირის გაძლიერებას ემსახურება.

უკვე რამდენიმე წელია აქტიურ რეჟიმში ვუჭრთ მხარს საზღვარგარეთ ქართული დიასპორისთვის გამართულ კულტურულ ღონისძიებებს, როგორიცაა: საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, საქართველოს დღეები, ქართული თეატრის დღეები და სხვა. მსგავსი ღონისძიებები იტალიაში, ესპანეთში, საბერძნეთში, ირლანდიაში და სხვა ქვეყნებში გაიმართა.

კარნეგი ჰოლში გამართული სუხიშვილების კონცერტი ჩვენთვის გამორჩეული პროექტი იყო. ძალიან ემოციური და საამაყოა როცა ხედავ ამდენ გულანთებულ ადამიანს, გაბრწყინებული თვალებით და სიამაყით სავსეს. მიმაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები ემიგრანტებისთვის არა მხოლოდ ემოციური კავშირია სამშობლოსთან, არამედ შესაძლებლობაა, უკეთ გააცნონ ქართული კულტურა იმ საზოგადოებას, სადაც ცხოვრობენ.

და ბოლოს, სამომავლო გეგმებზეც რომ მოგვიყვეთ. რა იგეგმება ემიგრანტებისთვის, როგორც სერვისების გამარტივების, ისე კულტურული ინიციატივების კუთხით?

როგორც ყოველთვის, საქართველოს ბანკი არ ჩერდება. წელსაც ჩვენს მომხმარებლებს არაერთ საინტერესო სიახლეს ვუმზადებთ, როგორც საბანკო სერვისების გამარტივების, ისე კულტურულ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობის კუთხით.

წლის განმავლობაში დაგეგმილია კამპანიებიც, რომლებიც სპეციალურად ემიგრანტებზე იქნება მორგებული. დეტალებს სიურპრიზად დავტოვებ, ემიგრანტებს კი შეუძლიათ გაწევრიანდნენ ჩვენს Facebook ჯგუფში, რათა პირველებმა გაიგონ საინტერესო სიახლეების, ინიციატივებისა თუ დაგეგმილი აქციების შესახებ.

S