საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გამარტივებას აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკმა მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლებს (ინდ. მეწარმეებსა და შპს-ებს) სრულად ციფრული, სხარტი ბიზნესსესხი შესთავაზა. მისი მეშვეობით, ბიზნესმომხმარებლები ფინანსებზე წვდომას საქართველოს ბანკის ციფრული არხების – ბიზნეს ინტერნეტბანკის ან ბიზნეს მობილბანკის საშუალებით მიიღებენ. გარდა ამისა, სესხის აღება შესაძლებელია უზრუნველყოფის გარეშე და მომხმარებელს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტების წარდგენა.
ციფრულ არხში განაცხადის შევსების შემდეგ, სისტემა წინასწარ განსაზღვრულ ინფორმაციას ავტომატურად გადაამოწმებს და მოთხოვნილ სესხზე გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში მიიღებს, რომელსაც მომხმარებელი იმავე არხში ნახავს. სხარტი ბიზნესსესხის დამტკიცების შემთხვევაში, მისი აქტივაცია 30 დღის განმავლობაშია შესაძლებელი.
“მოხარული ვართ, რომ უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, დაზოგონ დრო და სულ რამდენიმე წუთში, ციფრულ არხებში მიიღონ საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო ფინანსურ რესურსებზე წვდომა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მცირე და საშუალო სეგმენტის ინტერესებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაზე და მომავალშიც არაერთ სიახლეს შევთავაზებთ მათ“, – აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, ბიზნეს ინტერნეტბანკიდან ან ბიზნეს მობილბანკიდან მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს 3-დან 48 თვემდე ბიზნესსესხი.
პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ ესტუმროთ ბმულს.
დაფინანსების მისაღებად კი გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან გაიარეთ ავტორიზაცია ბიზნეს ინტერნეტბანკში.
S