საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ქუთაისში

საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ქუთაისში

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. იმისთვის, რომ ხარისხიანი განათლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს, პროექტებს სხვადასხვა რეგიონის ქალაქში ახორციელებს. აღმოაჩინე, საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების უწყვეტი შესაძლებლობები ქუთაისში.  

სტიპენდია KIU-ში, TUMO პროგრამა, ონლაინ STEM სკოლა, პროფესიული აკადემიები და იდეათეკა – ეს საქართველოს ბანკის მიერ ქუთაისში შექმნილი განათლების შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია.

ყოველი ინიციატივის უკან კი ერთი იდეა დგას: ხელი შეუწყოს ადამიანებს, რომ ისინი განათლების გზაზე არ გაჩერდნენ. 

ვის შეუძლია ჩაერთოს საქართველოს ბანკის ინიციატივებში ქუთაისში?

  • შესაძლებლობა სტუდენტებისთვის – სტიპენდია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU)

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, მიიღონ სწავლის სრული დაფინანსება 24 პარტნიორ უნივერსიტეტში, მათ შორის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU).

სტიპენდიატების შერჩევა სამ ეტაპად მიმდინარეობს:

  • მაღალი GPA: სტუდენტების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების მიხედვით მიმდინარეობს;
  • სამოტივაციო წერილი: ყურადღება ექცევა სტუდენტის მოტივაციას;
  • გასაუბრება: შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.

სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე. 

  • შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის – TUMO ქუთაისი: 11 მიმართულება, სრულიად უფასოდ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, TUMO ქუთაისი გაიხსნა. ეს არის საერთაშორისო საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც 12-18 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, განივითარონ ციფრული და შემოქმედებითი უნარები.

აქ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ 11 სასწავლო მიმართულებიდან ერთ-ერთი, მათ შორის: გრაფიკული დიზაინი, პროგრამირება, 3D მოდელირება, ფოტოგრაფია, კინოგადაღება, რობოტიკა, თამაშების შექმნა, ანიმაცია, მუსიკა, გენერაციული AI და ხატვა.

სწავლის გეგმას მოსწავლეები აპლიკაციით თავად ადგენენ, მენტორები კი მუდმივად მათ გვერდით არიან და ეხმარებიან. სწავლის დასრულების შემდეგ, სერტიფიკატის ნაცვლად ახალგაზრდები იღებენ ციფრულ პორტფოლიოს – საკუთარი ნამუშევრების კრებულს, რომელიც ერთგვარ „ცოცხალ დიპლომად“ იქცევა.

TUMO ქუთაისის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე. 

  • შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – STEM სკოლა: მეცნიერება ონლაინ, სახლიდან

STEM სკოლა VII–XI კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროექტია, რომელსაც საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

STEM სკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს და მასში ჩართვა ნებისმიერ მოსწავლეს, ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში, გაკვეთილები კვირაში ერთხელ ტარდება და 3 საათს გრძელდება.

ორი 4-თვიანი მოდულის ფარგლებში, მოსწავლეები სწავლობენ ელექტროინჟინერიას, მიკროკონტროლერებს (Arduino), სენსორებს, ფიზიკასა და პროგრამირებას, ბოლოს კი საკუთარ პროექტებს ქმნიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბანკი ყოველწლიურად 90 სტიპენდიატს ავლენს, მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლას სრულად უფინანსებს, 30-ს კი – 50%-ით. 60 მოსწავლე სწავლისთვის საჭირო ყველა მოწყობილობასაც უფასოდ იღებს.

STEM სკოლაში მისაღები გამოცდები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ტარდება. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე. 

  • პროფესიული აკადემიები – ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის, ვისაც პროფესიის შეცვლა სურთ

მათთვის კი, ვისაც პროფესიის შეცვლა ან საკუთარი უნარების გაძლიერება სურთ, საქართველოს ბანკი პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.

ინიციატივის ფარგლებში კი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ ახალ მიმართულებას 20-ზე მეტ პარტნიორ აკადემიაში 100%-იანი დაფინანსებით.

მოსწავლეებისთვის: 13 კურსი 6 აკადემიაში – პროგრამირება, დიზაინი, ხელოვნური ინტელექტი, მართვა და კომუნიკაცია. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს 20 ნოემბერს დასრულდება. 

ზრდასრულებისთვის: იმ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც პროფესიის შეცვლა ან პროფესიული უნარების განვითარება სურთ, საქართველოს ბანკი 20-ზე მეტ პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ ტექნოლოგიები, დიზაინი, მარკეტინგი, ფინანსები ან კულინარია სრული დაფინანსებით. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს 24 ნოემბერს დასრულდება. 

AI სტიპენდია გოგოებისთვის: მათთვის, ვისაც ხელოვნური ინტელექტის სწავლა სურთ, საქართველოს ბანკი, UN Women-თან ერთად და Mastercard-ის მხარდაჭერით სასტიპენდიო პროგრამას – AI სტიპენდია გოგოებისთვის – ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში კი შესაძლებლობას აძლევს გოგოებსა და ქალებს, გაიარონ ხელოვნური ინტელექტის კურსები 6 აკადემიაში, სრული დაფინანსებით. პროექტი შეიქმნა. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს 25 ნოემბერს დასრულდება. 

პროფესიული აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. 

  • იდეათეკა ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში – განათლებისა და აღმოჩენების სივრცე მოსწავლეებისთვის

იდეათეკა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს წვდომას წიგნებზე, ტექნოლოგიებსა და მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებზე. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, მათ შორის მაღალმთიანი, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული დასახლებებისთვის.

დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკები 11 რეგიონის 30 სკოლაში ფუნქციონირებს. მათ შორის, ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში, სადაც 1700-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობებს.

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე!

S