საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 20 ნოემბერს ფერმერთა დღე აღინიშნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 20 ნოემბერს ფერმერთა დღე აღინიშნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით, ფერმერთა დღე აღინიშნა.

საქართველოში ფერმერის დღე 2015 წლიდან ყოველ 20 ნოემბერს აღინიშნება. წელს, ფერმერის დღე საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში გაიმართა.

ფერმერთა დღე ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით გაიხსნა, რომლის მიზანი, ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია და მეწარმეების მხარდაჭერაა.

ღონისძიების შემდეგი ნაწილი კი სასტუმრო რუმსის გარდენ ჰოლში გაგრძელდა, სადაც სხვადასხვა ნომინაციაში თერთმეტი წარმატებული ფერმერი დაჯილდოვდა. ამ ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:

  • წლის ახალგაზრდა ფერმერი – მაუგლი ძამუკაშვილი კახეთიდან – მესაქონლეობა;
  • წლის ქალი ფერმერი – მარიამ მარგველიძე რაჭიდან – მეღვინე;
  • წლის ინოვაციებზე ორიენტირებული ფერმერი – გვანცა კიკალეიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთიდან – სოციალური საწარმო, ჩირის წარმოება;
  • წლის ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერი – თამარ გერლიანი კახეთიდან – მეღვინე;
  • წლის უწყვეტ განათლებაზე ორიენტირებული ფერმერი – მკრტიჩ მოვსესიანი სამცხე-ჯავახეთიდან – კარტოფილი, მარცვლეული კულტურები;
  • წლის აღმოჩენა ფერმერი – გაბრიელ ძებისაშვილი მცხეთა-მთიანეთიდან – მეხორცული საქონელი და მეღორეობა, მარცვლეული კულტურა;
  • წლის რეგიონს დაბრუნებული ფერმერი – ილია მენაბდე რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთიდან – მევენახეობა, მეღვინეობა;
  • წლის ეკომეურნეობაზე ორიენტირებული ფერმერი – მაია გიორგაშვილი შიდა ქართლიდან – აგროტურიზმი;
  • წლის ტრადიციული პროდუქტის მწარმოებელი ფერმერი – ბესიკ მაისურაძე რაჭა ლეჩხუმი ქვემო სვანეთიდან – ყველის წარმოება;
  • წლის ფერმერი კაცი – ედვართ შერმანდინი შიდა ქართლიდან – თესლოვანი და კურკოვანი ხილის წარმოება;
  • “გმირობის ნაყოფი” – ლერი სანებლიძე შიდა ქართლიდან – ვაშლის ბაღები და მებოსტნეობა.

ფერმერის დღის ღონისძიებაზე სპეციალური ჯილდო „დივერსიფიცირებული აგრობიზნესი“ კომპანია „უდაბნოს ფერმას“ და „შვეიცარიულ აგრარულ სკოლა კავკასიას“ გადაეცა.

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა ფერმერთა დღის აღნიშვნისთვის. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის და განსაკუთრებით აგრომიმართულებით. ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომლითაც გაიხსნა ღონისძიება არის კარგი შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ  ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას და მეწარმეების განვითარებას. ასევე, მინდა მივულოცო ყველა იმ ფერმერს, რომლებსაც ღირსეულად და დამსახურებულად გადაეცათ 11 სხვადასხვა ნომინაციაში ჯილდოები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დაუღალავად, ყოველდღიურ რეჟიმში ავითარებენ სოფლის მეურნეობას, ქმნიან დოვლათს და ახალისებენ ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, ფერმერთა დღის ოფიციალურ ნაწილს 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო: მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების, ასევე, სექტორული ასოციაციის წარმომადგენლები.