საქართველოს რკინიგზის 100%-იანი წილი მთავრობას გადაეცა

საქართველოს რკინიგზის 100%-იანი წილი მთავრობას გადაეცა

საქართველოს რკინიგზის 100%-იანი წილი „საპარტნიორო ფონდიდან“ პირდაპირ საქართველოს მთავრობას გადაეცა, – აღნიშნულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტორებისთვის გაგზავნილ ოფიციალურ განცხადებაში.

საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში გახდა ცნობილი, რომ „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმის ფარგლებში, უმსხვილესი აქტივი – საქართველოს რკინიგზა მთავრობის საკუთრებაში გადავიდოდა, თუმცა ტრანზაქციის ზუსტი დეტალები და თარიღი არ გასაჯაროებულა.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავრცელებული განცხადება იმის მაუწყებელია, რომ ტრანზაქცია დეკემბერში უკვე დასრულდა და რკინიგზის მფლობელი უშუალოდ მთავრობა გახდა.

აღსანიშნავია, რომ „საპარტნიორო ფონდი“ ისედაც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, შესაბამისად, საკუთრების უფლების ცვლილებით რკინიგზა ისევ საქართველოს მფლობელობაში რჩება და არსებითად არაფერი იცვლება.

ამჟამინდელი მდგომარეობით „საპარტნიორო ფონდის“ ანგარიშზე მხოლოდ ერთი მსხვილი აქტივი – „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ რჩება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *