საქართველოს სადაზღვევო ბაზარი

საქართველოს სადაზღვევო ბაზარი

ბოლო 1 წელიწადში სადაზღვევო კომპანიებმა 441.4 მლნ ლარის მოზიდვა შეძლეს. ზრდა წლიურ ჭრილში 12.3%-ია.

პორტფელი

28 წელია, სადაზღვევო ბაზარი ფორმირების პროცესშია. თითქმის სამი ათეული წელი და უამრავი სადაზღვევო შემთხვევა მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ფიზიკური თუ იურიდიული პირების დიდმა ნაწილმა შესაძლო რისკების დასაზღვევად ფული წინასწარ გაიღოს.

2014 წლიდან კერძო სადაზღვევო კომპანიების პორტფელი იზრდება, თუმცა ტემპი სასურველზე ბევრად დაბალია, 2012 წლის შემდეგ ჯამური პორტფელის მოცულობა კი 0.5 მილიარდ ლარსაც ვერ აღწევს, რაშიც დიდი წვლილი სახელმწიფო დაზღვევის ამოქმედებამ შეიტანა.

რეიტინგი პრემიების მიხედვით

იმას, რომ ბაზარს განვითარების დიდი შანსი აქვს, ოფიციალური მონაცემებიც მოწმობს. 2017 წლის ბოლოსთვის საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 14.6% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით (დანარჩენს საყოველთაო დაზღვევა ფარავს) და საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 5,5% -ია დაზღვეული. მცირეა ქონების დაზღვევის პორტფელიც – ჯამში 72.12 მლნ ლარი.

ბოლო 1 წელიწადში სადაზღვევო კომპანიებმა 441.4 მლნ ლარის მოზიდვა შეძლეს. ზრდა წლიურ ჭრილში 12.3%-ია (48.36 მლნ).

2017 წელს, 11 სადაზღვევო კომპანიის წმინდა მოგებამ 29 მლნ ლარი შეადგინა. 17-დან 6 ზარალზე იყო, ჯამური მოცულობით, 9.34 მლნ ლარი. სექტორის წმინდა მოგების 83%-მდე ალდაგზე მოდის, ალბათ იმიტომ, რომ ალდაგი მაღალხარჯიან ჯანმრთელობის დაზღვევის სეგმენზე არ ოპერირებს.