საქართველოს საგარეო ვალი 17.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

საქართველოს საგარეო ვალი 17.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 2016 წელთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვალი 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 17.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვალის მოცულობის მატების და ლარის გაუფასურების გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა საგარეო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი, რაც ვალის ტვირთის გამომხატველია. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი მშპ-ის მიმართ 113.5%-ია. 2013 წლის ბოლოს მშპ-ის მიმართ 83.2% იყო.

ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი, მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ვალებს. 2017 წელს მთავრობის საგარეო ვალი 617 მილიონი დოლარით გაიზარდა. 700 მილიონი დოლარით გაიზარდა კომერციული ბანკების საგარეო ვალი. 106 მილიონი დოლარით შემცირდა არასაფინანსო სამეწარმეო სექტორის ვალი. 25 მილიონი დოლარით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით არსებული კომპანიათაშორისი სესხები.

ცხრილი: საქართველოს საგარეო ვალი, მლნ აშშ დოლარებში

 

2012

2013

2014

2015

2016

2017

სამთავრობო სექტორი

4,251

4,191

4,256

4,390

4,678

5,295

ეროვნული ბანკი

582

338

252

219

200

291

ბანკები

2,469

2,647

2,683

2,957

2,974

3,675

არასაბანკო საფინანსო კორპორაციები

172

187

220

247

255

148

არასაფინანსო კორპორაციები

3,156

3,285

3,367

4,257

5,176

5,207

პირდაპირი ინვესტიციები: კომპანიათაშორისი სესხები

2,785

2,786

3,212

3,152

2,575

2,601

მთლიანი საგარეო ვალი

13,415

13,433

13,989

15,222

15,859

17,217

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

გრაფიკი: საქართველოს საგარეო ვალი მშპ-ის მიმართ