2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 2016 წლის ბოლოსთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვალი 932 მილიონით გაიზარდა და 16.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვალის მოცულობის მატების და ლარის გაუფასურების გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა საგარეო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი, რაც ვალის ტვირთის გამომხატველია. 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი 2017 წლის პროგნოზირებული მშპ-ის 110%-ია.
ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი, მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ვალებს. 2017 წლის იანვარ-სექტემბერში მთავრობის საგარეო ვალი 477 მილიონი დოლარით გაიზარდა. 579 მილიონი დოლარით გაიზარდა კომერციული ბანკების საგარეო ვალი. 33 მილიონი დოლარით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით არსებული კომპანიათაშორისი სესხები.
ცხრილი: საქართველოს საგარეო ვალი, მლნ აშშ დოლარებში
სექტორები | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017, სექტემბერი |
სამთავრობო სექტორი | 4,251 | 4,191 | 4,256 | 4,390 | 4,678 | 5,155 |
ეროვნული ბანკი | 582 | 338 | 252 | 219 | 200 | 248 |
ბანკები | 2,469 | 2,647 | 2,683 | 2,957 | 2,974 | 3,553 |
სხვა სექტორები | 3,328 | 3,471 | 3,587 | 4,503 | 5,431 | 5,227 |
პირდაპირი ინვესტიციები: კომპანიათაშორისი სესხები | 2,663 | 2,648 | 3,074 | 3,013 | 2,506 | 2,538 |
მთლიანი საგარეო ვალი | 13,292 | 13,296 | 13,852 | 15,083 | 15,789 | 16,721 |
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი