საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა ₾7.1 მილიარდს მიაღწია

საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა ₾7.1 მილიარდს მიაღწია

ივნისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 7.1 მილიარდ ლარს მიაწღია. რაც შეეხება დაგენერირებულ ამონაგებს, მაჩვენებელმა 1.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

„ივნისი, საპენსიო ფონდის პორტფელებისთვის, მიმდინარე წელს, ერთ-ერთი საუკეთესო თვე აღმოჩნდა, რაც დიდწილად საერთაშორისო ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ განაპირობა. აღნიშნული დადებითი დინამიკა ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებას უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, სავაჭრო მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესითა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციით იყო გამოწვეული“ – ნათქვამია საქართველოს საპენსიო ფონდის განცხადებაში.

საქართველოს საპენსიო ფონდის თქმით, გლობალურ ბაზრებზე დაფიქსირებულმა ზრდამ განსაკუთრებით პოზიტიურად დინამიკურ პორტფელზე იმოქმედა – ივნისის თვის ამონაგებმა 2.39% შეადგინა. ამავე პერიოდში, დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ამონაგები, შესაბამისად, 1.78% და 1.27% იყო.

  • დინამიკური – 49.1%
  • დაბალანსებული – 31.0%
  • კონსერვატიული – 16.7%

საპენსიო ფონდის ინფორმაციითვე, პორტფელების შექმნიდან, 2023 წლის 6 აგვისტოდან დღემდე გაწლიურებულმა ამონაგებმა დინამიკური პორტფელისთვის 13.8% შეადგინა, დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ნომინალური ამონაგები კი, შესაბამისად, 12.7% და 11.6% იყო.