საქართველოს ტოპ-10 ინვესტორი ქვეყანა 2025 წლის II კვარტალში

საქართველოს ტოპ-10 ინვესტორი ქვეყანა 2025 წლის II კვარტალში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ  580.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს 2024 წლის ანალოგიური პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე 12%-ით ნაკლებია.

ამავდროულად, სააქციო კაპიტალმა 123.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.3%-ია. რაც შეეხება რეინვესტიციას, აღნიშნული მაჩვენებელი 466.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. მისი წილი მთლიან ინვესტიციებში 80.4%-ს შეადგენს.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა – 327.2 მლნ. აშშ დოლარი. ეს მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 56.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორია – 66.4 მლნ. აშშ დოლარით (11.4%), ხოლო მესამეზე ენერგეტიკის სექტორი – 54.4 მლნ. აშშ დოლარით (9.4%). ამ სექტორების ჯამური წილი 77.2%-ს უტოლდება.

II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა – 242.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.8%-ია. ამავე კუთხით, მეორე ადგილს მეზობელი თურქეთი იკავებს – 54.0 მლნ. აშშ დოლარით (9.3%), ხოლო მესამე პოზიციაზე ჩეხეთის რესპუბლიკაა – 38.3 მლნ. აშშ დოლარით (6.6%). მათი ჯამური წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 57.7%-ს უტოლდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ ტოპ-10-ში რუსეთის ფედერაცია მერვე ადგილზეა. გასულ კვარტალში რუსეთიდან საქართველოში 22.1 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციები განხორციელდა. ცნობისთვის, 2024 წლის მეორე კვარტალში ამ მონაცემმა 20.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ტოპ-10 ინვესტორი ქვეყანა II კვარტალში (მლნ, აშშ დოლარი):

ქვეყანა2024 II კვ.2025 II კვ.
სულ659.0 580.1
გაერთიანებული სამეფო274.1242.7
თურქეთი28.054.0
ჩეხეთი8.838.3
არაბთა გაერთ. საამიროები15.237.1
მალტა34.933.8
ნიდერლანდები43.323.7
აზერბაიჯანი28.823.6
რუსეთი20.722.1
გერმანია4.715.6
ვირჯინის კ-ები (ბრიტ.)14.213.4
დანარჩენი ქვეყნები186.475.9