საქართველოს ტოპ-10 სავაჭრო საქონელი 2026 წლის იანვარ-თებერვალში

საქართველოს ტოპ-10 სავაჭრო საქონელი 2026 წლის იანვარ-თებერვალში
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 3.51 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 1.02 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება, იმპორტი კი 2.48 მილიარდ აშშ დოლარს. პირველ შემთხვევაში მაჩვენებელი 22.9%-ით გაიზარდა, ხოლო მეორე შემთხვევაში 15.4%-ით შემცირდა.

ამავე პერიოდში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა თითქმის 1.46 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.5%-ია.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტში დსთ-ის ქვეყნების წილი 49.3%-ს შეადგენს, ევროკავშირის ქვეყნებზე კი 12.2% მოდის. რაც შეეხება იმპორტს, ამ შემთხვევაში ევროკავშირის წევრებზე უფრო დიდი წილი, 24% მოდის, ხოლო დსთ-ის სახელმწიფოებზე 23.8%.

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 216.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21.1%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 125.6 მლნ. აშშ დოლარით და მთლიან ექსპორტში 12.2%-იანი წილით, მესამე ადგილზეა კი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია 93.3 მლნ. აშშ დოლარით. ამ უკანასკნელის წილი მთლიან ექსპორტში 9.1%-ს უტოლდება.

წყარო: საქსტატი

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებიდან მსუბუქი ავტომობილები ლიდერობს 332.7 მლნ. აშშ დოლარითა და მთელი იმპორტის 13.4%-იანი წილით. მეორე ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომლის იმპორტი 209.0 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა და მთლიანი იმპორტის 8.4% შეადგინა. მესამე პოზიციაზე ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადებია 134.7 მლნ. აშშ დოლარითა და 5.4%-იანი წილით.

უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს იმპორტში
წყარო: საქსტატი