სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16.77 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა 4.78 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა (გაიზარდა 4.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 11.99 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა (გაიზარდა 3.6 პროცენტით).
შესაბამისად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა დაახლოებით 7.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.9 პროცენტია.
ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.0% შეადგინა. სამეულში არიან: თურქეთი (2.33 მლრდ. აშშ დოლარი), რუსეთი (1.83 მლრდ. აშშ დოლარი) და აშშ (1.47 მლრდ. აშშ დოლარი).
რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1.76 მლრდ. აშშ დოლარით. ეს მთელი ექსპორტის 36.8%-ია. მეორე ადგილი ფეროშენადნობებს უკავია 227.1 მლნ. აშშ დოლარით. ეს მთლიანი ექსპორტის 4.7%-ს შეადგენს. მესამე ადგილზეა კი ყურძნის ნატურალური ღვინოებია 214.5 მლნ. აშშ დოლარით. მისი წილი მთლიან ექსპორტში 4.5%-ია.
საიმპორტო ათეულშიც პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, რომლის იმპორტმა 2.34 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს მთლიანი იმპორტის 19.5%-ია. მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 982.4 მლნ. აშშ დოლარით და იმპორტში 8.2%-იანი წილით. მესამე ადგილი კი დაფასოებულ სამკურნალო საშუალებებს ეკუთვნის 462.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი იმპორტის 3.9%-ს შეადგენს.