საქართველოში 25,000-მა ზრდასრულმა მწეველმა სიგარეტი უკვამლო ალტერნატივით ჩაანაცვლა - იური გორდოკი

საქართველოში 25,000-მა ზრდასრულმა მწეველმა სიგარეტი უკვამლო ალტერნატივით ჩაანაცვლა - იური გორდოკი

კავკასიასა და მოლდოვაში “ფილიპ მორისის” გენერალური მენეჯერი, იური გორდოკი BMG-ის გადაცემა ”ჩექპოინტთან”საუბარში ამბობს, რომ საქართველოში 25,000-მა ზრდასრულმა მწეველმა სიგარეტის მოხმარება უკვამლო ალტერნატივების მეშვეობით უკვე ჩაანაცვლა.

იური გორდოკი აღნიშნავს რომ PMI-ის ამბიციურ მიზანს, მსოფლიოში სიგარეტის უკვამლო ალტერნატივებით ჩანაცვლება წარმოადგენს, ამ მიზნის მიღწევისთვის კი მხოლოდ ინოვაციური პროდუქტების შექმნა არ კმარა, რადგან საჭიროა იმ მილიონობით მომხმარებლის ინფორმირებაც, რომლებიც ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარებას განაგრძობენ. მისი თქმით, ამ პროცესში მარეგულირებლების  ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

“ჩვენ, კომპანია „ფილიპ მორის საქართველო“, ვისწრაფვით უკვამლო მომავლის დანერგვისაკენ საქართველოში. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიზნის მიღწევა ადგილობრივად და  გვაქვს კიდეც შესამჩნევი პროგრესი, 2020 წლის ბოლოსთვის, 25 000 ზრდასრულმა მწეველემა თავი დაანება მოწევას და უკვამლო ალტერნატივა აირჩია.

თუმცა ამ მიზნის მიღწევას მარტო ვერ შევძლებთ.

საქართველოში “უკვამლო მომავლის პროგრამა” უკვე დავიწყეთ და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი თქვენს ქვეყანაშიც ევროკავშირის არაერთი წევრი სახელმწიფოს მსგასად წარიმართება, სადაც შეიქმნა განსხვავებული მიდგომის მქონე საგადასახადო და მარეგულირებელი  გარემო, რომელიც მომხმარებლებს სიგარეტის უკვამლო ალტერნატივით ჩანაცვლებაში უწყობს ხელს. საქართველოს მთავრობას შეუძლია შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი თამბაქოს ზიანის შემცირებისთვის რაც მომხმარებლებისთვის ახალი კატეგორიის პროდუქტების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდებასა და ამ პროდუქტების შესახებ მკაფიოდ განსაზღვრული  მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღებაში აისახება, რაც იმ მოქალაქეებს, რომლებიც კვლავ განაგრძობენ სიგარეტის მოხმარებას, მათი ნაკლები ზიანის მქონე ალტერნატივებით ჩანაცვლებაში დაეხმარება,”- აღნიშნავს იური გორდოკი.

2019 წლის ბოლოს კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი გასახურებელ თამბაქოსთან დაკავშირებით. სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი ქართულ ბაზარზე აღნიშნული კატეგორიის პროდუქტების შემოტანა.იმის მიუხედავად, რომ არაერთი ავტორიტეტული რეგულატორის შეფასებით, მათ შორის FDA-ს შეფასებითაც, გასახურებელი თამბაქოს პროდუქტი IQOS-ი მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებებზე მომხმარებლის დაქვემდებარებას ამცირებს,  თუმცა ის საქართველოში ჩვეულებრივი სიგარეტის ანალოგიურად იბეგრება. საგადასახადო მიმართულებით, იური გორდოკი დიფერენცირებული და რისკზე დაფუძნებული მიდგომის შემოღებას უჭერს მხარს და აღნიშნავს, რომ სხვადასხვა მიმართულებით დიფერენცირებული საგადასახადო მიდგომა ქვეყანაში ისედაც არსებობს.

PMI-იმ სიგარეტის ახალი თაობის ალტერნატიული პროდუქტების შექმნისთვის $7.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანიის თანახმად, 2020 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით გასახურებელი თამბაქოს მათ პროდუქტს მსოფლიოს მასშტაბით 17.6 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა, მათგან 70%-მა IQOS-ის მეშვეობით სიგარეტის მოხმარება სრულად ჩაანაცვლა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *