საქართველოში OneRepublic-ის, Scorpions-ისა და Jungle-ის კონცერტები გაიმართება

საქართველოში OneRepublic-ის, Scorpions-ისა და Jungle-ის კონცერტები გაიმართება

საქართველოში Starring Georgia-ს ფარგლებში OneRepublic-ის, Scorpions-ისა და Jungle-ის კონცერტები გაიმართება. აღნიშნულის შესახებ განცხადება Black Sea Arena-მ გაავრცელა.

Black Sea Arena-ს ინფორმაციით, კონცერტებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება. ხვალ, 10:00 საათიდან, BSA.ge-სა და TKT.ge-ზე მსურველები ბილეთების შეძენას OneRepublic-ის კონცერტზე დასასწრებად შეძლებენ, რომელიც შეკვეთილში 10 მაისს გაიმართება.

რაც შეეხება Scorpions-ისა და Jungle-ის კონცერტებს, ღონისძიებები, შესაბამისად, 31 მაისსა და 18 აგვისტოს არის ჩანიშნული.