საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ახალი სასტუმრო – Sky Castle – შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრის ფორმით აშენდება. პროექტს სამშენებლო ჰოლდინგი European Village-ი ახორციელებს, რომლის განცხადებითაც, ამ გადაწყვეტილების უკან მხოლოდ მარკეტინგული იდეა არ დგას, არამედ ეს დიდი ისტორიული გამარჯვებისადმი პატივისცემის გამოხატულებაცაა.
1121 წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ბრძოლაში, საქართველოს მეფის, დავით აღმაშენებლის არმიამ სელჩუკთა ლაშქარი დაამარცხა. სწორედ ამ გამარჯვებამ დაუდო საფუძველი საქართველოს ოქროს ხანას.
ბრძოლაში მონაწილეობდნენ ჯვაროსანი რაინდებიც, რომლებიც იერუსალიმიდან ქრისტიანი ძმების დასახმარებლად ჩამოვიდნენ. მათი მარშრუტი აჭარის სანაპიროს გასდევდა – იმავე ტერიტორიას, სადაც დღეს European Village-ი სასტუმრო Sky Castle-ს აშენებს. პროექტის პრეზენტაცია 16 ივნისს თბილისში გაიმართა.
„Sky Castle მხოლოდ სასტუმრო არ არის. ეს ისტორიული მემორიალია. ცხრა საუკუნის წინ, 1121 წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ბრძოლაში მეფე დავით აღმაშენებლის სარდლობით ქართველმა მეომრებმა სელჩუკთა არმია დაამარცხეს და საქართველო დაიცვეს, რითაც ქართული ისტორიის ოქროს ხანას ჩაუყარეს საფუძველი. იმ ბრძოლაში ქართველებთან ერთად მხარდამხარ იბრძოდნენ ჯვაროსანი რაინდები, რომლებიც იერუსალიმიდან ქრისტიანი ძმების დასახმარებლად მოვიდნენ. მათი გზა ბრძოლის ველისკენ აჭარის სანაპიროზე გადიოდა. საქართველოსა და ევროპის ამ ისტორიული კავშირის პატივსაცემად ვაშენებთ Sky Castle-ს, რომლის არქიტექტურაც შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეების სტილთან არის დაახლოებული“, – განაცხადა European Village-ის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ფარტენაძემ.

ქვა, თაღები და რაინდული ტურნირები
Sky Castle-ის არქიტექტურა შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრის სახეს იმეორებს: ქვა, თაღები, კამარები, კოშკები და გოთიკური ელემენტები.
ორი კოშკი – 14- და 16-სართულიანი – ბათუმთან, კვარიათის სანაპიროს ზემოთ მდებარე მთის წვერზე განთავსდება. სასტუმრო 430 ნომერზეა გათვლილი, ხოლო ინვესტიციის მოცულობა 155 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
სასტუმროს ტერიტორიაზე ყოველწლიურად საერთაშორისო ისტორიული რეკონსტრუქციის ფესტივალის ჩატარება იგეგმება: რაინდული ტურნირები, მშვილდოსანთა შეჯიბრებები, ბარდებისა და მენესტრელების წარმოდგენები. ეს Sky Castle-ს არა მხოლოდ დასვენების ადგილად, არამედ მნიშვნელოვან კულტურულ სივრცედაც აქცევს.
„მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს შეუძლია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გააორმაგოს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ პარლამენტი და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ყოველთვის დაგიჭერთ მხარს“, — განაცხადა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

ქართულ-ებრაული პროექტი
European Village-ი ქართულ-ებრაული ჰოლდინგია. სწორედ ამიტომ, Sky Castle-ის პრეზენტაციას ესწრებოდა ისრაელის ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია.
„ისრაელის კომპანიებისა და მათი პარტნიორების მსგავსი ინვესტიციები საქართველოში ნათელი დასტურია იმ ძლიერი ურთიერთობებისა, რომლებიც ჩვენს ორ ხალხსა და ორ სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბდა. ვფიქრობ, ასეთი პროექტები ნებისმიერ ელჩს კმაყოფილების საფუძველს მისცემს“, – განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა ვალიდ აბუ ჰაიამ.
Sky Castle-ი გახდება კომპლექს Wyndham Grand Batumi Gonio-ს მეხუთე სასტუმრო – ეს არის საქართველოში მშენებარე პირველი საერთაშორისო luxury-კატეგორიის All Inclusive-კურორტი.
კომპლექსი შედის მსოფლიოში სასტუმროების რაოდენობით უდიდესი საჯარო სასტუმრო ქსელის – Wyndham Hotels & Resorts-ის შემადგენლობაში, ხოლო Wyndham Grand-ი მისი პრემიუმ-ბრენდია. ამ კატეგორიის სასტუმროები მსოფლიოში სულ 95-ია.
„საქართველო უნიკალური ქვეყანაა და სტუმარმასპინძლობის სფეროში განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. დიდი მადლობა ნდობისთვის, რომ Wyndham-ი თქვენი პარტნიორია ამ საქმეში“, — აღნიშნა პრეზენტაციაზე Wyndham Hotels & Resorts-ის EMEA-ი რეგიონის პრეზიდენტმა, დიმიტრის მანიკისმა.
S














