სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა არაფინანსური კორპორაციების ფინანსური მაჩვენებლების 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, გასული წლის ბოლოსთვის არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 150.7 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან 5.1% უცხოური ვალუტით იყო გამოსახული.
ანგარიშის თანახმად, 2024 წლისთვის მთლიან აქტივებში ფინანსური აქტივების მოცულობა 33.1 მილიარდი ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 6.6 მილიარდ ლარს გაუტოლდა, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი 56.0 იყო.
ამავდროულად, არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებებმა 82.1 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც მოკლევადიანი ვალდებულებები 22.6 მილიარდ ლარს შეადგენდა.
2024 წლის ბოლოსათვის არსებული მთლიანი ვალდებულებებიდან 17.3 მილიარდი ლარი წარმოადგენდა ვალდებულებებს უცხოური ვალუტით, ხოლო არარეზიდენტების მიმართ არსებული ვალი (საგარეო ვალი) 12.0 მილიარდ ლარს შეადგენდა.

არაფინანსური კორპორაციების მიერ 2024 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები 3.2 მილიარდ ლარს შეადგენდა, ხოლო მთლიანი შემოსავლები – 20.6 მილიარდ ლარს.
