სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს მომსახურების ექსპორტმა 7.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 9.1%-ით აღემატება. ამავე პერიოდში, მომსახურების იმპორტმა 3.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 5.4%-ით მეტია.
შესაბამისად, 2024 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა თითქმის 3.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის სავაჭრო ბალანსზე 13%-ით მეტია.
მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა 4.42 მილიარდი აშშ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 57.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე სატრანსპორტო მომსახურებაა 1.71 მილიარდი აშშ დოლარით, რაც მთლიანი ექსპორტის 22.3%-ს უტოლდება. მესამე ადგილს სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება იკავებს 842.3 მილიონი აშშ დოლარით და მისი წილი 10.9%-ს შეადგენს.
იმპორტში უმსხვილესია სატრანსპორტო მომსახურება, რომლის იმპორტმა 2.26 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს მთლიანი იმპორტის 59.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს 485.9 მილიონი აშშ დოლარითა და მთლიან იმპორტში 12.7%-იანი წილით. მესამე ადგილზეა სხვა საქმიანი მომსახურებაა 285.7 მილიონი აშშ დოლარით და იმპორტში 7.5%-იანი წილით.












