საქსტატი: 2025 წელს ექსპორტი 11.2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი – 9.7%-ით

საქსტატი: 2025 წელს ექსპორტი 11.2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი – 9.7%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს-მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 25.81 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წელთან შედარებით 10.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქსტატის მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 7.29 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, ხოლო იმპორტი თითქმის 18.53 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. პირველ შემთხვევაში ზრდამ 11.2% შეადგინა, მეორე შემთხვევაში კი 9.7%-იანი მატება აღინიშნა.

2025 წელს საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 11.23 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5%-ია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 20 იანვარს გამოქვეყნდება.