ფოტო: TAV Airports
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რომელიც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, 2025 წელს ქვეყნის აეროპორტები 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ეს წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 14.1%-ით აჭარბებს.
უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტებმა 4.2 მილიონი მგზავრი მიიღო, ხოლო აეროპორტებიდან 4.3 მილიონი ადამიანი გაემგზავრა. ანგარიშის თანახმად, პირველ შემთხვევაში 14.2%-იანი ზრდა აღინიშნა, მეორე შემთხვევაში კი — 14.0%-იანი.
საქსტატის ცნობით, 2025 წელს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 33.6 ათასი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 11.1%-ით აღემატება. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.2% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
გასულ წელს საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 39.0 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 92.9% მიღებულ ტვირთსა და ფოსტაზე მოდის, დარჩენილი 7.1% კი — გაგზავნილზე. 2025 წელს 3.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 77.1%-ით აღემატება.













