საქსტატი: იანვარ-აგვისტოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.8%-ით გაიზარდა

საქსტატი: იანვარ-აგვისტოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.8%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 16.25 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წლიურ ჭრილში 8.8%-იან ზრდას გულისხმობს.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა თითქმის 4.45 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი – 11.80 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი. პირველ შემთხვევაში გასული წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით მაჩვენებელი 6.7%-ით გაიზარდა, მეორე შემთხვევაში 9.7%-იანი წლიური ზრდა აღინიშნა.

შესაბამისად, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 7.35 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.3%-ია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.