ფოტო: Getty Images
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 12.92 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.8%-ით მეტია.
საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი თითქმის 3.88 მილიარდი აშშ დოლარი იყო, იმპორტი კი დაახლოებით 9.05 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. პირველ შემთხვევაში 20.1%-იანი წლიური ზრდა დაიფქსირდა, ხოლო მეორე შემთხვევაში 0.7%-იანი.
საანგარიშო პერიოდში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5.17 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0%-ია.

საქსტატის ცნობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 20 ივლისს გამოქვეყნდება.










